გერმანელი გენერალი - რუსეთს შეუძლია ნატო-ს ტერიტორიაზე მცირე მასშტაბის შეტევა ნებისმიერ დროს დაიწყოს

რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია ნატო-ს ტერიტორიაზე შეზღუდული თავდასხმის განხორციელება, თუმცა მოქმედების გადაწყვეტილება დასავლელი მოკავშირეების პოზიციაზე იქნება დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის ერთობლივი ოპერაციების სარდლობას ხელმძღვანელმა გერმანელმა გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრ ზოლფრანკმა Reuters-ს განუცხადა.

„თუ რუსეთის ამჟამინდელ შესაძლებლობებსა და საბრძოლო ძალას გადავხედავთ, რუსეთს შეუძლია ნატო-ს ტერიტორიაზე მცირე მასშტაბის შეტევა უკვე ხვალიდან დაიწყოს. პატარა, სწრაფი, რეგიონულად შეზღუდული, თუმცა არაფერი დიდი, რადგან რუსეთი უკრაინაშია მიჯაჭვული“, - განაცხადა გერმანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა, რომელიც თავდაცვის დაგეგმვას ზედამხედველობს.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთს პოტენციურად შეუძლია ფართომასშტაბიანი თავდასხმა განახორციელოს ალიანსზე უკვე 2029 წელს, თუ მისი შეიარაღების მცდელობები გაგრძელდება.

გერმანელი გენერლის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვის ფლოტმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა, სხვა რუსული ფლოტები არ შემცირებულა.

„სახმელეთო ძალები დანაკარგებს განიცდიან, მაგრამ რუსეთი აცხადებს, რომ მისი მიზანი თავისი ჯარების საერთო რაოდენობის 1.5 მილიონ ჯარისკაცამდე გაზრდაა. რუსეთს საკმარისი საბრძოლო ტანკი ჰყავს იმისთვის, რომ შეზღუდული შეტევა ხვალვე დაიწყოს“, - დასძინა ზოლფრანკმა.

მისი თქმით, მოსკოვის მიერ ნატო-ზე შესაძლოა თავდასხმას სამი ფაქტორი გადაწყვეტდეს: რუსეთის სამხედრო ძალა, სამხედრო გამოცდილება და ხელმძღვანელობა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს