რელიგიის სააგენტომ საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგი გამართა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2024-2026 წლებისთვის) ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგებს განაგრძობს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, მორიგი ტრენინგი სააგენტოს თანამშრომლებმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, აფხაზეთის ა/რ-ის იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს საჯარო მოხელეებისათვის გამართეს. მათივე ინფორმაციით, თემაზე „სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი" მონაწილეებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დავით დავითაშვილი და სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, სერგო ფარულავა ესაუბრნენ.

„ტრენინგს აფხაზეთის ა/რ-ის იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი დაესწრო. ტრენინგის ბოლოს 16 საჯარო მოხელეს სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა სერტიფიკატები გადასცეს.

რელიგიისა და რწმენის თავისუფლებისა და მისი გარანტიების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ტრენინგები მომავალშიც გაგრძელდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს