მიხეილ ყაველაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - ესენი არიან ფაშისტები, პირდაპირი მნიშვნელობით - მიხეილ სააკაშვილი რომ დღეს სათავეში იყოს, უარესს გაკეთებდა, ვიდრე 7 ნოემბერს მოხდა

ესენი არიან ფაშისტები, პირდაპირი მნიშვნელობით, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი რომ დღეს საქართველოს სათავეში იყოს, უარესს გაკეთებდა, ვიდრე 7 ნოემბერს მოხდა.

„დღეს უკვე სამართლებრივი პროცესია მათ წინააღმდეგ და საკონსტიტუციოში არის შეტანილი საკითხი ამ პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, ფაქტებზე დაყრდნობით. ეს იგივე ძალა არის, რომელიც ჩადიოდა დანაშაულს, „არეკეტებდა“ ბიზნესს, ართმევდა ადამიანებს სიცოცხლეს, არაერთი ადამიანი პირდაპირ ქუჩაში ჩაცხრილეს, წაართვეს ბიზნესი, ტელევიზიებში იჭრებოდნენ ძალადობით, ეს ყველა ფაქტი არის. სხვათა შორის, 7 ნოემბერთან დაკავშირებით გამახსენდა, ყოფილი პრეზიდენტი, ამ ყველაფრის შემოქმედი ბატონი სააკაშვილი. ხომ ვხედავთ, რომ ის არც იცვლება. შეხედეთ, რა ტექსტებით საუბრობს, ისევ იგივე დამოკიდებულებით. ერთადერთი, რაც მას არ გააჩნია, ეს არის ძალაუფლება, თორემ უფრო უარესს გააკეთებდა დღეს რომ ის საქართველოს სათავეში იყოს“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

მისი განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ იგივე გზას აგრძელებს, რასაც წლების წინ აკეთებდა.

„ამ ადამიანებს იმის მაგივრად ამდენი ხნის მანძილზე რაღაც გაეაზრებინათ, ბოდიში მაინც მოეხადათ იმ ადამიანებისთვის, ვისი ოჯახის წევრებიც პირდაპირ ქუჩაში ჩაცხრილეს. ხომ შეიძლება ბოდიში მოუხადო, რომ რაღაც ზედმეტი მოგივიდა, თავისი გადმოსახედიდან რომ განესაზღვრა ეს ყველაფერი, მაგრამ ხომ ვხედავთ, ეს ადამიანი არ იცვლება. მისი მთელი ეს კასტა ერთი და იგივე შეხედულებით და დამოკიდებულებით არის. ესენი არიან ფაშისტები, პირდაპირი მნიშვნელობით“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ