ჯაკო ჩარკვიანი სასამართლო დარბაზში მყოფ ახლობლებს - ბოდიში, ამ სიტუაციაში რომ აღმოჩნდით - არ ვიცი როდის მოვალ კიდევ, ამიტომ ბოდიშს გიხდით

ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებული ოთხი პირისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე ბრალდებული ჯაკო ჩარკვიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

პროკურორ გიორგი დოლაკიძის განმარტებით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები არსებობს, რის გამოც, მათ მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

დაცვის მხარე ამ შუამდგომლობას არ ეთანხმება, ისინი აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას ითხოვენ.

პროცესზე სიტყვით ისარგებლა ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ჯაკო ჩარკვიანმა. მან დარბაზში მყოფ ოჯახის წევრებს და მეგობრებს ბოდიში მოუხადა.

„ბოდიში, ამ სიტუაციაში რომ აღმოჩნდით. მაპატიეთ იმ პასუხისმგებლობის გამო, რაც შეგიქმენით. მაპატიეთ, არ ვიცი ეს შეცვლის რამეს თუ არა. არ ვიცი როდის მოვალ კიდევ, ამიტომ ბოდიშს გიხდით“, - განაცხადა ჯაკო ჩარკვიანმა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებულმა მანანა გიორგობიანმა სწორედ ჯაკო ჩარკვიანს დაურეკა და სუპერმარკეტში მოლარესთან მომხდარ დაპირისპირებაზე შეატყობინა. ჯაკო ჩარკვიანი ადგილზე გამოცხადდა ბრალდებულებთან შოთა აფციაურთან, დაჩი კეკელიასთან, ლევან გრძელიძესა და დავით პეტრიაშვილთან ერთად.

ცნობისთვის, ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებულ მანანა გიორგობიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

მანანა გიორგობიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს, რასაც თან ახლდა ძალადობა. აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება დაკავებულ 5 პირს, მათ შორის, ჯაკო ჩარკვიანს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია