სუხიშვილების აფიშების ქრონიკა საქართველოს ბანკი სუხიშვილების მთავარი სპონსორია

ჰაეროვანი კოსტიუმები, გამორჩეულად ჟღერადი ელექტრონული მუსიკა და განსაკუთრებული ქორეოგრაფია სუხიშვილების სავიზიტო ბარათია. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია აფიშები, რომლებიც ანსამბლის 80-წლიანი გზის ცოცხალ ქრონიკას წარმოადგენენ. თითოეული მათგანი, თავისი უნიკალური დიზაინითა და სტილით, მკაფიოდ ასახავს კონკრეტულ ეპოქას, იმდროინდელ განწყობასა და ხედვას.

აღნიშნული აფიშები ქართული კულტურის, ისტორიისა და ეროვნული სიამაყის ცოცხალი სიმბოლოებია. მათი ხილვისას კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ანსამბლისთვის არ არსებობდა დაბრკოლებები. საბჭოთა კავშირის პირობებშიც კი სუხიშვილებმა შეძლეს ქართული ფოლკლორის საზღვრებს გარეთ გატანა. თანაც ისე, რომ ეწერა ანსამბლი საქართველოდან, და არა საბჭოთა კავშირიდან.

პირველი წლები

დასის ისტორია 1945 წელს იწყება, როდესაც ცეკვის სიყვარულით გაერთიანებულმა წყვილმა, ნინო რამიშვილმა და ილიკო სუხიშვილმა, ანსამბლი ოფიციალურად დააარსეს. იმდროინდელი საზოგადოება რთულად ეგუებოდა სიახლეებს. განსხვავებულობა, ინოვაცია და სითამამე ხშირად პროვოკაციად ითვლებოდა. თუმცა ნინოს და ილიკოს არ აშინებდათ არც კრიტიკა, არც აკრძალვა და არც ბიუროკრატიული წინააღმდეგობები. პირიქით, მუდმივად ცდილობდნენ ახალი სახეების აღმოჩენას, კონკრეტული კუთხისთვის დამახასიათებელი ცეკვების სცენაზე გაცოცხლებასა და საერთაშორისო არენაზე ღირსეული სახელის წარმოჩენას.

ამ საქმეში განსაკუთრებული როლი ჰქონდა ქართველ სცენოგრაფ სოლიკო ვირსალაძეს, რომლის მიერ შექმნილი კოსტიუმები არაერთხელ გამხდარა შთაგონების წყარო შემდგომი თაობებისთვის. კოსტიუმები და ცეკვა სუხიშვილებისათვის მხოლოდ ხელოვნება არ იყო. ეს იყო მანიფესტი, რომელიც მაყურებელს სცენიდან თავისუფლებას აგრძნობინებდა.

აფიშები კი, ფოტო-ვიდეო არქივის მსგავსად, სწორედ ამ დაუოკებელი ჟინის, ახლის ძიებისა და ინოვატორობის დოკუმენტური მტკიცებულებაა.

მსოფლიო აღიარება

სუხიშვილების აფიშების დიზაინი და ტექსტი ხშირად ასახავს ეპოქის კონტექსტს, საზოგადოებრივ განწყობასა და პოლიტიკურ გარემოს. ზოგიერთი აფიშა ფესტივალებს, მსოფლიო ტურნეებსა და საიუბილეო საღამოებს ეხმაურება.

გამორჩეული ფერები, მოცეკვავეთა ელეგანტური სილუეტები, მამაკაცები წითელ ჩოხებში, ხორუმი, სამაია და სხვა ცეკვები მიუთითებდა იმ ძალისხმევაზე, სითამამესა და შემოქმედებით გამბედაობაზე, რომლის წყალობითაც ანსამბლი პატარა დასიდან ნამდვილ დინასტიად იქცა. ზოგიერთი მათგანი ბუნებრივად მიგვახვედრებდა, რომ დასი საბჭოთა კავშირიდან იყო. ამის ფონზე წარწერა „ანსამბლი საქართველოდან“ განსაკუთრებულ მნიშვნელობის იძენდა. ვინაიდან, სხვებს არა თუ მსგავსი იდეის განხორციელება არამედ, მასზე ფიქრიც კი არ შეეძლოთ.

არქივში გამორჩეული ადგილი უჭირავს 1967 წლის აფიშას. წელს, როდესაც ანსამბლმა კონცერტი გამართა ლა-სკალაში, სადაც ფარდა 14-ჯერ აიწია. სუხიშვილები დღემდე ერთადერთი ფოლკლორული დასია, რომელიც აღნიშნული თეატრის სცენაზე გამოვიდა. წარმოდგენის შესახებ გაზეთებში წერდნენ:

"ბალეტის ქართველი არტისტები თავად სრულყოფილებაა. ქარიშხალია სცენაზე! მამაკაცური სიძლიერის და ქალური გრაციოზულობის კავშირია. მოცეკვავეები ჰაერში იჭრებიან კალეიდოსკოპური გეომეტრიითა და სამხედრო სიმკვეთრით".

გამორჩეულად მნიშვნელოვანია 1980-იანი და 1990-იანი წლების მსოფლიო ტურნეების აფიშები, როდესაც სუხიშვილები მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სცენებს იპყრობდნენ. სწორედ ამ წლებში გაჩნდა აფიშები ამერიკული ტურნეებიდანაც, მათ შორის მეტროპოლიტენ ოპერაში უცხოელი მაყურებელი სრული აღტაცებითა და ეიფორიით შესცქეროდა ქართულ ქორეოგრაფიას.

ასეთი ისტორიის ფონზე რა გასაკვირია, რომ ნაციონალური ბალეტის მიერ შექმნილი ფასდაუდებელი არქივი არაერთ ენაზე შესრულებულ აფიშებს ინახავს.

მასშტაბების წარმოსადგენად, გეტყვით, რომ სუხიშვილებს მსოფლიოს ხუთი კონტინენტის 88 ქვეყანაში გამართული აქვს 19 200-ზე მეტი წარმოდგენა. ანსამბლის ქორეოგრაფიულ ხელოვნებას 60 მილიონზე მეტი მაყურებელი ეზიარა.

დღეს დასს სუხიშვილების მესამე თაობა ხელმძღვანელობს. უმცროსი ნინო და ილიკო სუხიშვილები ძველისა და ახლის უნიკალური სინთეზით განაგრძობენ ისტორიის წერას. ამ საქმეში მათი მთავარი სპონსორი საქართველოს ბანკია. მხარდამჭერი, რომელთანაც მუდმივი განახლება, დაუოკებელი ჟინი და წინსვლა აერთიანებთ. პარტნიორობა ერთ მთავარ მიზანს ემსახურება: რომ დინასტია არ გაჩერდეს და ამავდროულად მსოფლიო არენაზე ღირსეულად იყოს წარმოდგენილი.

სწორედ ამ მიზნით, ქართული ნაციონალური ბალეტის 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით, 2 დეკემბრის ჩათვლით გამოფენას „ტრიუმფის 80 წელს“ მასპინძლობს. დამთვალიერებელს დროში მოგზაურობა ელის, რადგან ფოტოარქივი, ვირსალაძის კოსტიუმები და ისტორიული აფიშები სუხიშვილების წარსულსა და თანამედროვეობას ერთ სივრცეში აცოცხლებენ.

გამოფენის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

(R)

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა