შალვა პაპუაშვილი ჰერჩინსკის წერილზე - ეს არის ბრიუსელიდან საკუთარი თავის მხილება, რომ ინტეგრაციის პროცესი თავად შეაჩერა იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობამ მოითხოვა მისი მხრიდან დახარჯული თანხების გასაჯაროება, ეს ვერ გვაპატიეს ქართველებს

დადასტურდა, რომ ცრუ ნარატივი იყო, თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი, [პაველ ჰერჩინსკის] ამ წერილში თავადვე დაადასტურა ბრიუსელმა, რომ სინამდვილეში ეს პროცესი შეაჩერა 2024 წლის ივნისში თავად ბრიუსელმა იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობამ მოითხოვა ბრიუსელის მხრიდან მისი დახარჯული თანხების გასაჯაროება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გამოქვეყნებულ წერილს, რომელიც ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა.

მისი თქმით, აღნიშნული წერილი „კიდევ ერთი დასტურია, თუ რა პოლიტიკური ენერგია და ფული იხარჯება საქართველოში ცრუ ნარატივების დასამკვიდრებლად“.

„ეს კიდევ ერთი დასტურია, თუ რა პოლიტიკური ენერგია და ფული იხარჯება საქართველოში ცრუ ნარატივების დასამკვიდრებლად. ერთ-ერთი ასეთი ცრუ ნარატივი იყო, თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. ამ წერილში თავად დაადასტურა ბრიუსელმა, ეს არის ბრიუსელის მხრიდან საკუთარი თავის მხილება, რომ სინამდვილეში ეს პროცესი შეაჩერა 2024 წლის ივნისში თავად ბრიუსელმა იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობამ მოითხოვა ბრიუსელის მხრიდან მისი ფინანსების, საქართველოში დახარჯული თანხების გასაჯაროება. ეს ვერ გვაპატიეს ქართველებს. ჩვენს ქვეყანაში ბრიუსელი, ევროკავშირის საელჩო ფულს ხარჯავს და როგორ გავბედეთ ქართველებმა და მოვიკითხეთ, იქნებ გვითხრათ, რაში ხარჯავთ ფულს, არ მიზნებს ემსახურება ამ ფულის ხარჯვა. ესეც აჩვენებს იმ ღირებულებით უკუსვლას, რომელსაც ბრიუსელი განიცდის. ჩვენი მოწოდებაც ესაა, დეზინფორმაცია, როგორც პოლიტიკური იარაღი უნდა უარყონ და ეს იქნება პირველი ნაბიჯი ბრიუსელისთვის, რომ დაუბრუნდეს ევროპულ ღირებულებებს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილის სახელზე 2025 წლის 5 ნოემბერს გაგზავნა წერილი, სადაც იუწყება, რომ „საქართველოს მონაწილეობა შეუჩერეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რეგიონულ პროგრამებში უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით“. მათივე ცნობით, პაველ ჰერჩინსკი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ასევე წერს: „საქართველოში არსებული განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით და 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნების თანახმად, რამაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება გამოიწვია, გაცნობებთ, რომ საქართველოს მონაწილეობა შემდეგ ევროკავშირის დაფინანსებულ რეგიონულ პროექტებში, უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, შეჩერებულია“.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები