შალვა პაპუაშვილი - ახლაც სხედან ციხეში ცეცხლაძე და მსგავსი ტერორისტები, 90-იანი წლებიდან პირველად, ვირტუალური ომი დაგვიდგეს - ევროკავშირის ელჩს ვერ დავაცდევინეთ დაგმობა, იციან, რა მომენტშიც დაგმობენ ძალადობას, დაგმობენ საკუთარ ქმედებებს

ვხედავდით, როგორ მიდიოდა პარლამენტის შენობაზე შტურმი, როგორ სცადეს პარლამენტის გადაწვა. 90-იანი წლებიდან პირველად, ქუჩაში დაგვიდგეს ფაქტობრივად ვირტუალური ომი და 35 წლის თავზე, სცადეს პარლამენტის ხელახლა გადაწვა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ევროკავშირის ელჩს „დღემდე ვერავინ დააგმობინა ძალადობა და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი“.

„თავისთავად, ვხედავდით პირდაპირ ეთერში, ყველა მოქალაქე ვაკვირდებოდით მათ ქმედებებს, გახსოვთ, რომ მაშინ ჩატარდა ჩხრეკები პარტიის თუ სხვადასხვა ორგანიზაციების ოფისებში, საიდანაც ამოღებული იქნა მოლოტოვების კოქტეილები და ა.შ. ახლაც სხედან ციხეში და სასჯელს იხდიან ცეცხლაძე და მსგავსი ტერორისტები, რომლებიც პირდაპირ გეგმავდნენ და ინსტრუქციებს გასცემდნენ როგორ უნდა მოაწყონ ბარიკადები, თავდასხმა როგორ განახორციელონ, როგორ უნდა კოორდინირდნენ - ჯგუფები ჩამოაყალიბეს. ჩვენ ამას ვხედავდით პარლამენტის შენობაზე როგორ მიდიოდა შტურმი, როგორ სცადეს პარლამენტის გადაწვა, 90-იანი წლებიდან პირველად, ქუჩაში დაგვიდგეს ფაქტობრივად ვირტუალური ომი და 35 წლის თავზე სცადეს პარლამენტის ხელახლა გადაწვა. ამას ტაშს უკრავს დღესაც ზოგიერთი უცხოელი. ამ ძალადობრივი აქციის ფოტოებს ტირაჟირებს მათ შორის, ევროკავშირის საელჩო სხვადასხვა ღონისძიებაზე და ამ ძალადობას აცხადებენ მისაბაძად. ამიტომ არის, რომ დღემდე, ევროკავშირის ელჩს ვერავინ დააცდევინა დაგმობა ამ ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმისა. ამიტომ ვერ დავაცდევინებთ ვერც ერთხელ ჩვენს შეხვედრებზე, მათ შორის, სხვადასხვა უცხოელთან, რადგან იციან, რომ რა მომენტშიც დაგმობენ ძალადობას, დაგმობენ საკუთარ ქმედებებს და იციან, რომ ამ მხრივ ჩიხში არიან მოქცეული ძალადობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი