დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - მამა დოროთეს და მამა ილიას მიმართ შეკითხვები იყო არა პოლიტიკურ, არამედ შეურაცხმყოფელ შეფასებებზე - მამა დოროთე დაღუპვის გზაზე დგას

ამ სასულიერო პირების, მამა დოროთეს და მამა ილიას არცერთი კომენტარი არ განიხილულა იმ ჭრილში, რომ მათ გააკეთეს პოლიტიკური განცხადებები, კითხვები იყო იმაზე, რატომ აყენებ შეურაცხყოფას ეკლესიას - [დოროთე ყურაშვილი] ამბობს, „ჩემთვის არ უთქვამთ, პოლიტიკური შეფასებები არ გააკეთო, მაგრამ ამისთვის დამიბარესო“, რას ნიშნავს ეს წინადადება?- დაღუპვის გზაზე დგას, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სასულიერო პირს თქმით, საპატრიარქოს მხრიდან არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილის განცხადებები პოლიტიკურ ჭრილში არ განხილულა, არამედ განიხილეს და კითხვები აქვთ მასთან იმაზე, თუ რატომ აყენებს შეურაცხყოფას ეკლესიას, პატრიარქს, პატრიარქის მოსაყდრეს, პატრიარქის ადმინისტრაციას და დანარჩენ სასულიერო პირებს. დეკანოზის განმარტებით, პოლიტიკურ განცხადებებს სხვა სასულიერო პირებიც აკეთებენ, თუმცა განსხვავება იმაშია, რომ ეკლესიას ისინი არ შეურაცხყოფენ.

„განსხვავება იმის მიხედვით არის, რომ ის ხალხი, როდესაც პოლიტიკური შეხედულების შესახებ თავის კომენტარს აკეთებს, არავის შეურაცხყოფს ეკლესიაში, იერარქიას არ შეურაცხყოფს. ამ სასულიერო პირების, არც მამა დოროთესი, არც მამა ილიასი არცერთი კომენტარი არ განიხილულა იმ ჭრილში, რომ მათ გააკეთეს პოლიტიკური განცხადებები. პოლიტიკურ განცხადებებს და შეფასებებს აკეთებს მამა ალექსი ქშუტაშვილიც, რომელიც გუშინ იჯდა ტელევიზიაში და ამას ძალიან კორექტულად აკეთებს, შეურაცხყოფების გარეშე. პირველივე შეხვედრიდან დაწყებული, ამ სასულიერო პირებთან არცერთი შეკითხვა არ ყოფილა, რატომ აკეთებთ რამე პოლიტიკურ შეფასებებს, არამედ იყო მხოლოდ ის, თუ რატომ აკეთებ შეურაცხმყოფელ შეფასებებს, რატომ აყენებ შეურაცხყოფას ეკლესიას, პატრიარქს, პატრიარქის მოსაყდრეს, პატრიარქის ადმინისტრაციას და დანარჩენ სასულიერო პირებს. თქვენ, ყველანი ცდილობთ, რომ გადააადგილოთ ეს ორი რამ და რადგანაც მამა დოროთე აკეთებს ორმაგ განცხადებებს. ერთი მხრივ, რაღაც პატრიოტული თემით, მისი შეხედულებები პოლიტიკურ თემაზე ჟღერდება და იქვე ამატებს აუცილებლად შეურაცხმყოფელ განცხადებებს. მხოლოდ ამ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე იყო პასუხი მისგან. მაგალითად, იყო ის, რომ პროტესტზე მყოფი ხალხი ნათელ მხარესაა და დანარჩენი არის სიბნელეში. ეს არ არის შეურაცხყოფა?”. განაცხადა დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ.

ამასთან კითხვაზე იმის შესახებ, რომ „ქართული ეკლესია რუსული გავლენის ქვეშაა“, დეკანოზმა აღნიშნა, რომ მსგავსი შეფასება სასულიერო პირისგან ჯერ არ ყოფილა.

„ბევრი გადამწყვეტი შეფასება იყო, მაგალითად, დღესაც რუსი ეგზარქოსები მართავენ ეკლესიას; რომ “ეკლესიას სურდა სისხლის ღვრა 4 ოქტომბერს. ეს გამონათქვამები ნორმალურია?“,- განაცხადა დეკანოზმა.

მისი თქმით, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილისთვის საპატრიარქოში „დასასჯელად არ დაუძახიათ“. მისი თქმით საპატრიარქოს დოროთი ყურაშვილისთვის პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არ აუკრძალავს.

„ის ამბობს, „ჩემთვის არ უთქვამთ, პოლიტიკური შეფასებები არ გაკეთო, მაგრამ ამისთვის დამიბარესო“. რას ნიშნავს ეს წინადადება, ამ წინადადების თავი-ბოლო გესმით? ერთში სხვა რაღაცას, მეორეში სხვა რაღაცას ამბობს. ბოლო-ბოლო, ადამიანს გაუფრთხილდით და ნუ აქეზებთ ასეთ რაღაცებზე, დაღუპვის გაზე დგას“- განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში