გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო - გერმანიის ელჩის გაწვევა ძალიან ნათელი დიპლომატიური სიგნალი იყო საქართველოს მთავრობისთვის, მოველით რომ ელჩზე პერსონალური თავდასხმები თავიდან იქნება არიდებული

გერმანიის ელჩის გაწვევა ძალიან ნათელი დიპლომატიური სიგნალი იყო საქართველოს მთავრობისთვის, მოველით რომ ელჩზე პერსონალური თავდასხმები თავიდან იქნება არიდებული. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღინიშნება, რომ საქართველოს დიპლომატიური დაძაბულობის ფონზე გერმანიამ თავისი ელჩი, პეტერ ფიშერი 19 ოქტომბერს ქვეყნიდან გაიწვია.

7 ნოემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისგან ბერლინის მოლოდინია, რომ “ელჩზე პერსონალური თავდასხმები თავიდან იქნება არიდებული.” სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე კვირის წინ თბილისიდან ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევა “ძალიან ცხადი დიპლომატიური სიგნალი იყო საქართველოს მთავრობისთვის.”

სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ პეტერ ფიშერი, რომელიც საქართველოში 6 ნოემბერს დაბრუნდა, “თავის ერთგულ მუშაობას გააგრძელებს.” მისი თქმით, ასევე საუბრები გაიმართა საქართველოს მთავრობასთან.

“ახლა საქართველოს მთავრობას მისი ქმედებებით ვაფასებთ. ჩვენს შემდგომ დასკვნებს აქედან გამომდინარე გამოვიტანთ,” - განაცხადა სპიკერმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა