დონალდ ტრამპი - ადამიანები, რომლებიც ტარიფებს ეწინააღმდეგებიან, სულელები არიან - აშშ-ში ყველას, მაღალი შემოსავლის მქონე პირების გარდა, მინიმუმ 2 000 დოლარის ოდენობის დივიდენდი გადაეცემა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, დაწესებული ტარიფებით მიღებული შემოსავლებიდან ამერიკელების უმეტესობას 2000 დოლარი გადაეცემა.

„ის ადამიანები, რომლებიც ტარიფებს ეწინააღმდეგებიან, სულელები არიან! ახლა ჩვენ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი და ყველაზე პატივცემული ქვეყანა ვართ, თითქმის ინფლაციის გარეშე და საფონდო ბირჟაზე აქციების რეკორდული ფასებით“, - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

მისი თქმით, აშშ „ტრილიონობით ოდენობის დოლარს იღებს და მალე 37 ტრილიონის ოდენობის უზარმაზარი ვალის დაფარვას დაიწყებს“.

„აშშ-ში რეკორდული ინვესტიციებია, მთელი ქვეყნის მასშტაბით ქარხნების რაოდენობა იზრდება. მინიმუმ 2000 დოლარის ოდენობის დივიდენდი ყველა ადამიანს (მაღალი შემოსავლის მქონე პირების გარდა) გადაეცემა“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს