სლოვაკეთში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად ათობით მგზავრი დაშავდა

სლოვაკეთში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ათობით მგზავრი დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე, მატუს სუტაჯ ესტოკზე დაყრდნობით ავრცელებს.

მინისტრმა განაცხადა, რომ ათობით ადამიანი მსუბუქად დაშავდა, ხოლო 11 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარიის შედეგად არავინ დაღუპულა. ორივე მატარებლით, ჯამში, დაახლოებით 800 ადამიანი მგზავრობდა.

მატარებლების შეახება დედაქალაქ ბრატისლავასა და ქალაქ პეზინოკს შორის მოხდა.

ეს ბოლო თვის განმავლობაში სლოვაკეთში მომხდარი მეორე სარკინიგზო ავარიაა. 13 ოქტომბერს აღმოსავლეთ სლოვაკეთში ორი მატარებელი შეეჯახა ერთმანეთს, რის შედეგადაც 91 ადამიანი დაშავდა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!