ტატა ხვედელიანი - იმ შეკითხვებს, რომელიც მართლაც მნიშვნელოვანია, „ოცნება“ არ სვამს - „ოცნება“ მხოლოდ სვამს კითხვებს, რომელიც მისი ფულისა და ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება

ჩვენ გვიწევს ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ძალაუფლების კონსოლიდირება „ოცნების“ ხელშია - რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, რატომ არ ისმის შეკითხვები 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, როცა ამ ადამიანმა ძალადობრივ აქციაზე მისვლით, ფაქტობრივად, ხელი შეუწყო იმ ყველაფერს, რაც 4 ოქტომბერს განხორციელდა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა რიგი ოპოზიციონერების მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნაზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ არ სვამს იმ შეკითხვებს, რომელიც მართლაც მნიშვნელოვანია.

„ჩვენ გვიწევს ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ძალაუფლების კონსოლიდირება „ოცნების“ ხელშია. „ოცნება“ არაპროგნოზირებადი რეჟიმია და მან ბევრჯერ დაამტკიცა, რომ საკუთარი ძალაუფლების და ხალხისგან მოპარული ფულის შენარჩუნებას ნებისმიერი ფორმით ცდილობს. შესაბამისად, რა ნაბიჯებს გადადგამს ის, ნამდვილად სიახლე იქნება. თუმცა ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათ როგორც სჭირდება ისე იქცევიან. ვხედავდით ორი ვადით არჩეულ პრემიერ ღარიბაშვილს, წლების განმავლობაში ვსაუბრობდით მის კორუფციულ ჩართულობაზე, მაგრამ „ოცნების“ წარმომადგენლებმა ამაზე რეაგირება მაშინ დაიწყეს, როცა კონკრეტულად მათ შეეხო ეს და შესაბამისად, ტყუილია კორუფციასთან ბრძოლაც, რომელსაც „ოცნება“ აანონსებს. აქედან გამომდინარე, რა ნაბიჯებს გადადგამს კონკრეტული სუბიექტების მიმართ ჯერ არ ჩანს, თუმცა ჩვენ ნებისმიერი მიმართულებით უნდა ვიყოთ მზად, რადგან ეს არაპროგნოზირებადი რეჟიმია და მათგან ყველაფერია მოსალოდნელი.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, რატომ არ ისმის შეკითხვები 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, როცა ამ ადამიანმა ძალადობრივ აქციაზე მისვლით, ფაქტობრივად, ხელი შეუწყო იმ ყველაფერს, რაც 4 ოქტომბერს განხორციელდა. აქედან გამომდინარე, იმ შეკითხვებს, რომელიც მართლაც მნიშვნელოვანია, „ოცნება“ არ სვამს. „ოცნება“ მხოლოდ სვამს კითხვებს, რომელიც მისი ფულისა და ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება”, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი