„ქართული ოცნება“ - ბიუროკრატიის ხარისხით საქართველო მსოფლიოში 25-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-17 პოზიციაზეა და პოსტსაბჭოთა სივრცეში უპირობოდ ლიდერობს

ბიუროკრატიის ხარისხით საქართველო მსოფლიოში 25-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-17 პოზიციაზეა და პოსტსაბჭოთა სივრცეში უპირობოდ ლიდერობს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ამასთან, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 17 სახელმწიფოს.

„ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, ბიუროკრატიის ხარისხის გლობალურ რეიტინგს აქვეყნებს.

საქართველომ მაღალი შეფასება მიღო, ბიუროკრატიის ხარისხით მსოფლიოში 4 საფეხურით დაწინაურდა, გლობალურ რეიტინგში 25-ე ადგილზე გამწესდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი 17-ე პოზიციაზე მოხვდა. ბიუროკრატიის ხარისხის მსოფლიო რეიტინგი ეფუძნება ორ გლობალურ ანგარიშგებას _ ბრიტანული ორგანიზაცია „ეკონომისტ ინთელიჯენს იუნითის“ და ამერიკული ორგანიზაცია „პოლიტიკური რისკების სერვისების ჯგუფის“ თემატური კვლევებს. კერძოდ, „ეკონომისტ ინთელიჯენს იუნითის“ ანგარიშის ნაწილში, გამოკითხვის მიზანი იყო, შეეფასებინა ბიუროკრატიის ხარისხი და უნარი განახორციელოს სახელმწიფო პოლიტიკა. რაც შეეხება ორგანიზაცია „პოლიტიკური რისკების სერვისების ჯგუფის“ ანგარიშს, გამოკითხვა უკავშირდება იმის გარკვევას, თუ რამდენად აქვს ბიუროკრატიას მართვისათვის ძალა და გამოცდილება პოლიტიკაში მკვეთრი ცვლილებების და სახელმწიფო სერვისების შეფერხების გარეშე.

საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველ ადგილზეა, უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 17 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, ხორვატია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი და ა.შ. chandlergovernmentindex.com“- ნათქვამია ინფორმაციაში.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო