ლევან მაჭავარიანი „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებაზე - სასამართლო რაზე რა განაჩენს გამოიტანს არ ვიცი, მაგრამ ასეთი გზის არჩევა, მისასალმებელია - ნაცვლად იმისა,  ქუჩაში იყვირონ,  ყოველთვის ჯობია, თუ რაღაცას არ ეთანხმებიან, მიმართონ სასამართლოს

სასამართლო რაზე რა განაჩენს გამოიტანს მე არ ვიცი, მაგრამ ასეთი გზის არჩევა პირიქით, მისასალმებელია და ნაცვლად იმისა, რომ ქუჩაში რაღაცები იყვირონ, ყოველთვის ჯობია, თუ რაღაცას არ ეთანხმებიან, მიმართონ სასამართლოს, რომელიც აბსოლუტურად დამოუკიდებლად მოქმედებს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებენ.

მისი თქმით, ოპოზიციამ იცის, რომ სასამართლო დამოუკიდებლად მოქმედებს, უბრალოდ, მათი მხრიდან სასამართლოს „გაშავების“ კამპანია ემსახურება ერთადერთს, რომ საზოგადოებაში კონკრეტული ინსტიტუტების მიმართ ნდობის ხარისხი დააგდონ.

„ჩვენი რადიკალური ოპოზიციაც ენდობა ჩვენს სასამართლოს, რადგან იცის, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენები ობიექტურობას ეფუძნება და არანაირად არ არის მიკერძოებული. ამის თვალსაჩინო მაგალითი და დასტურია ის, რომ რაც კი სტრასბურგში გაასაჩივრეს, აბსოლუტურად ყველგან დადგინდა, რომ ჩვენი მართლმსაჯულება მაღალი სტანდარტით მოქმედებს. სარჩელების შეტანა მათი უფლება და დემოკრატიული პროცესის ნაწილია. სასამართლო რაზე რა განაჩენს გამოიტანს მე არ ვიცი, მაგრამ ასეთი გზის არჩევა პირიქით, მისასალმებელია და ნაცვლად იმისა, რომ ქუჩაში რაღაცები იყვირონ, ყოველთვის ჯობია, თუ რაღაცას არ ეთანხმებიან, მიმართონ სასამართლოს, რომელიც აბსოლუტურად დამოუკიდებლად მოქმედებს. ეს კარგად იციან, უბრალოდ, მათი მხრიდან სასამართლოს გაშავების კამპანია ემსახურება ერთადერთს - ჩვენს საზოგადოებაში კონკრეტული ინსტიტუტების მიმართ ნდობის ხარისხი დააგდონ და ა.შ”, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, ამ პროცესს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა სტრასბურგის სასამართლოში შემდგომი სამართალწარმოების განხორციელების ეტაპზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ