13 ნოემბრამდე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 ნოემბრამდე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო თბილისში თბილი და უნალექო ამინდი.

„13 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

ქ. თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 11-12 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 13 ნოემბერს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 11-12 ნოემბერს დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება, 13 ნოემბერს კი +16, +18 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 11-12 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 13 ნოემბერს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 11-12 ნოემბერს დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება, 13 ნოემბერს კი +17, +19 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 11-12 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 13 ნოემბერს ზოგან გაწვიმდება.

ჰაერის ტემპერატურა 11-12 ნოემბერს დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება, 13 ნოემბერს კი +16, +18 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 11-12 უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 13 ნოემბერს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება“,-აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა