გია ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებაზე - არაერთი საქმეა კიდევ, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში წაიღეს და აბსოლუტურად უპერსპექტივო გამოდგა - იგივე მოხდება ახლაც

თვითონ სასამართლოში დავა პირიქით კარგია იმ შემთხვევაში, როცა სიმართლის დადგენა გინდა, მაგრამ როცა ამას ის ფუნდამენტი და საფუძველი აქვს, რომელზეც ბეჟაშვილი საუბრობს, ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არიან ჩამოყალიბებული როგორც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლთა ჯგუფის წარმომადგენლები, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას, რომ „ქართული ოცნების” წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებენ.

ლევან ბეჟაშვილი ის პიროვნებაა, რომელიც იმ ხელისუფლებას წარმოადგენდა, რომელიც აწამებდა და ეს წამების სისტემურობა სტრასბურგის სასამართლომ დაუდგინა. არაერთი საქმეა კიდევ, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში წაიღეს და აბსოლუტურად უპერსპექტივო გამოდგა. იგივე მოხდება ახლაც ამ სასამართლოსთან დაკავშირებით - აქ იქნება თუ სტრასბურგში, აუცილებლად გაიხსენებენ ყველა იმ დანაშაულს, რომელიც „ნაცმოძრაობას” ჩადენილი აქვს. მაგრამ აქ კიდევ ერთი საგანგებოდ მნიშვნელოვანი, სკანდალური თემა იკვეთება - ეს გადაწყვეტილება, რომ სასამართლოში უნდა უჩივლონ „ქართულ ოცნებას”, უცხოელმა მეგობრებმა უკარნახეს. თვითონ სასამართლოში დავა პირიქით კარგია იმ შემთხვევაში, როცა სიმართლის დადგენა გინდა, მაგრამ როცა ამას ის ფუნდამენტი და საფუძველი აქვს, რომელზეც ბეჟაშვილი საუბრობს, ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არიან ჩამოყალიბებული როგორც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლთა ჯგუფის წარმომადგენლები. ამაში მხარდაჭერას საზღვარგარეთ ეძებენ. ეს რეალობა სამწუხარო ფაქტია, თორემ სასამართლოში საქმის განხილვა უცხო არ არის და საერთოდ დემოკრატიული სამყაროს ფუნდამენტია”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, „საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულება და მიზანი ორიენტირებულია სამართლებრივი დავის მოგებასა და თავისი შვილობილი ორგანიზაციის წარმატებაზე.”

„მათ სხვა მიზანი და გეგმა აქვთ - ამ გეგმაში ერთ-ერთი მთავარი რესურსი საზოგადოებაში დაპირისპირების შექმნაა, მაგრამ მთავარი მაინც საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების მოსვლაა, რომელიც დაემორჩილება. სასამართლოს მიმართულებით და ფინანსური პოლიტიკური წახალისების თვალსაზრისით შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ეს ამ პოლიტიკის რეალიზაციის ერთ-ერთი სეგმენტია. ბეჟაშვილი ამ შემთხვევაში თავად არაფერს წარმოადგენს, მაგრამ გამოავლენს იმ პოლიტიკურად წოდებული ჯგუფის ხასიათს, რომელიც საკუთარ ქვეყანას უპირისპირდება”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მათ არ აქვთ საკონსტიტუციო სასამართლოს იმედი, თუმცა სამართალწარმოებას საერთაშორისო პარტნიორების და იურიდიული საზოგადოების თხოვნით და მოთხოვნით იწყებენ.

ბეჟაშვილის განმარტებითვე, ამ პროცესს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა სტრასბურგის სასამართლოში შემდგომი სამართალწარმოების განხორციელების ეტაპზე.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე