შალვა პაპუაშვილი - ჩვენს კოლეგას, ჯემალ ანანიძეს აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა - ჯანდაცვის მინისტრი კავშირზეა, ყველანაირად ყურადღებას ვაქცევთ და ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ჯემალ ანანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი საქმის კურსშია და კავშირზეა.

ამის შესახებ მან ბიუროს სხდომაზე აღნიშნა.

„ჩვენს კოლეგას, ჯემალ ანანიძეს აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა. ჯანდაცვის მინისტრი კავშირზეა, ვიცი. ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას. ყველანაირად ყურადღებას ვაქცევთ და ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჯემალ ანანიძემ რამდენიმე დღის წინ ინსულტი მიიღო, დაცემის შედეგად კი თავის არეში დაზიანება. შალვა კერესელიძის ინფორმაციით, ჯემალ ანანიძეს რამდენიმე დღის წინ მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი