ლევან მახაშვილის ინფორმაციით, ხვალ, PACE-ს დელეგაციის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები შეხვდებიან

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის ინფორმაციით, ხვალ, PACE-ს დელეგაციის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შეხვდება.

როგორც მახაშვილმა განმარტა, მმართველი გუნდის წარმომადგენლებსა და PACE-ს დელეგაციას შორის საუბარი შედგება ყველა იმ საკითხზე, რომელიც როგორც დელეგაციის, ასევე მმართველი გუნდის ინტერესია.

მახაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მათ მკაფიო, არაორაზროვანი დასკვნა დადონ მათ შორის, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით.

„PACE-ს დელეგაციის წევრებს ჩემს კოლეგებთან ერთად მეც შევხვდები. ეს არის მონიტორინგის კომიტეტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი აკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სხვადასხვა მიმართულებით და ამასთან დაკავშირებით დებენ საკუთარ მოსაზრებებს - რამდენად შეესაბამება ამა თუ იმ პოლიტიკური აქტორის ქმედება ევროპის საბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს. მნიშვნელოვანია, რომ მათ მკაფიო, არაორაზროვანი დასკვნა დადონ მათ შორის, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, რადგან ეს ანგარიში არ მოიცავს მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობას ამა თუ იმ ქმედებაზე, არამედ აქ საუბარია ყველა პოლიტიკურ აქტორზე თუ სახელმწიფო ინსტიტუტზე. ვნახავთ და შევაფასებთ ანგარიშსაც. თუ იქ მკაფიოდ არ იქნება ასახული, როგორ აფასებენ 4 ოქტომბრის მოვლენებს და რადიკალური ჯგუფების პასუხისმგებლობას, ყველა სხვა ანგარიში ჩვენთვის იქნება მინიმუმ არაგულწრფელი და შეიძლება, უსამართლო. თუ ობიექტური დამკვირვებელი ხარ, წინასწარ პოზიციებით ჩამოსვლა და ამის აფიშირება, ბუნებრივია, შენს ობიექტურობას თავიდან დიდი კითხვის ქვეშ აყენებს. თუმცა ჩვენ საუბარი გვექნება ყველა თემაზე რაც მათ აინტერესებთ და აუცილებლად შევეკითხებით რაც ჩვენ გვაინტერესებს.

რამდენადაც ვიცი, პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება, როგორც პარლამენტის ხელმძღვანელი. როგორც ვიცი, ასევე იგეგმება პოლიტიკურ პარტიებთან ინდივიდუალური შეხვედრები”, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, PACE-ს დელეგაცია თბილისში შეხვედრებს მართავს. ამ დროისთვის ის სამოქალაქო სექტორს შეხვდა და ასევე, შეხვდერები მიმდინარეობს ოპოზიციასთან. დელეგაცია ხვალ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი