ირაკლი კუპრაძე - არ შევწყვეტთ ბრძოლას, ვიდრე არ ვამხელთ „ქართულ ოცნებას“ ანტიქართულ საბოტაჟში

ივანიშვილის ანტიქართული რეჟიმი ასაიდუმლოებს ქართველი ხალხისთვის საფრთხის შემცველ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც არაბული ორი ანკლავი შენდება თბილისსა და ბათუმში, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

კუპრაძის თქმით, ეს ხელშეკრულება შეიცავს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს.

„ივანიშვილის „ანტიქართული ოცნება“ ბოლო წლების განმავლობაში გამჭვირვალობის არგუმენტით იჭერს, დევნის სამოქალაქო საზოგადოებას, აქტივისტებს, ჟურნალისტებს, მედიას. თითქოს გამჭვირვალობა მათთვის არის მნიშვნელოვანი და ღირებული, ამ დროს კი ივანიშვილის ანტიქართული რეჟიმი ასაიდუმლოებს ქართველი ხალხისთვის საფრთხის შემცველ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც არაბული ორი ანკლავი შენდება თბილისსა და ბათუმში და 6,5 მილიარდ დოლარად შეფასებული ხელშეკრულება უნდა იყოს საიდუმლო ივანიშვილის პირობებში.

დარწმუნებით შემიძლია გითხრათ ზუსტად იმ დანაშაულებრივი ფარულობის გათვალისწინებით, რასაც ივანიშვილის ხელისუფლება აკეთებს, ეს ხელშეკრულება შეიცავს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს და მოვითხოვთ, რომ გასაჯაროვდეს ეს ხელშეკრულება.

ამდენი კვირის განმავლობაში ვითხოვთ ჯიუტად, სასამართლოშიც გავასაჩივრებთ, ყველა პირობებში მოვითხოვთ ამ ხელშეკრულების გასაჯაროებას და არ შევწყვეტთ ბრძოლას, სანამ არ ვამხელთ „ქართულ ოცნებას“ რეალურ, ანტიქართულ საბოტაჟში, რასაც აწარმოებს ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება