მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციაზე არაბულ კომპანია Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროება მოითხოვეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მოქალაქეებმა არაბულ კომპანია Eagle Hills-თან

გაფორმებული ხელშეკრულება გააპროტესტეს, რომელიც კრწანისის ტყე-პარკისა და გონიოს ტერიტორიებზე პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მიუღებელია კონტრაქტის გასაიდუმლოება.

მათივე თქმით, ხელშეკრულებას აქვს როგორც სოციალური, ისე ეკოლოგიური საფრთხე, რადგან მის მიხედვით თბილისსა და ბათუმთან შესაძლოა აშენდეს ორი ახალი ქალაქი, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის ურბანულ სტრუქტურას და ცხოვრების სტილს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის კონსტიტუციონალისტ, ვახუშტი მენაბდის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” უნდა გაასაჯაროოს Eagle Hills-თან დადებული შეთანხმება და საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია მიწის გადაცემის პირობებზე.

“ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, რომ უფლება აქვს 1000 ჰექტრამდე ტერიტორია - ტყე, მიწა, მდინარე, რომელიც ეკუთვნის ქართველ ხალს, გადასცეს ერთ კერძო კომპანიას. “ქართულმა ოცნებამ” ეს გადაწყვეტილება ქართველ ხალხთან ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე მიიღო. ეს აჩვენებს იმას, რომ “ქართული ოცნება” არ არის ძალა, რომლისთვისაც ქართველი ხალხის აზრის მნიშვნელოვანია. ეს არის რეჟიმი, რომელიც უზურპაციას უკეთებს არა მხოლოდ ძალაუფლებას, არამედ ჩვენ სიმდიდრეს - ქართველ ხალხს ართმევს საკუთარ სივრცეს და აძლევს კერძო კომპანიას.

მეორე არგუმენტი არის სოციალური. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ მიწაზე უნდა აშენდეს ორი ქალაქი - თბილისთან და ბათუმთან, რაც შეცვლის ქალაქის იერსახეს, ცხოვრების სტილს და განაშენიანებას.

ამასთან, ხელშეკრულება სრულად გასაიდუმლოებულია, რადგან ის არის ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ დადებული ხელშეკრულება, თან გვეუბნებიან, რომ ეს არის ქართველი ხალხის სასიკეთო ინვესტიცია”,- განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს