დავით ასათიანი - სასამართლოში ადვოკატებისათვის ელექტრონული მოწყობილობებით, მობილური ტელეფონით და ლეპტოპით სარგებლობის შეზღუდვა არ არის დაგეგმილი

სასამართლოში ადვოკატებისათვის ელექტრონული მოწყობილობებით, მობილური ტელეფონით და ლეპტოპით სარგებლობის შეზღუდვა არ არის დაგეგმილი. ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის განცხადებაშია ნათქვამი.

მისი შეფასებით, ადვოკატისთვის ამ მიმართულებით, რაიმე სახის შეზღუდვის დაწესება გამოიწვევს ადვოკატის საქმიანობის პირდაპირ ხელშეშლას, რაც დაუშვებელია.

„მსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია დღეს გავრცელებული ცნობის თაობაზე, თითქოს იგეგმება ადვოკატებისათვის ელექტრონული მოწყობილობებით სარგებლობის შეზღუდვის დაწესება სასამართლოში.

ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მქონდა კომუნიკაცია და მინდა გაცნობოთ, რომ ადვოკატებისათვის ელექტრონული მოწყობილობებით სარგებლობის შეზღუდვა არ არის დაგეგმილი და გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ელექტრონული მოწყობილობები (მობილური ტელეფონი/ლეპტოპი) ის აუცილებელ სამუშაო ხელსაწყოებია, რომელთა გარეშეც ადვოკატის სრულფასოვანი საქმიანობა, ელექტრონული მართლმსაჯულების ეპოქაში, წარმოუდგენელია და შესაბამისად, ამ მიმართულებით, რაიმე სახის შეზღუდვის დაწესება გამოიწვევს ადვოკატის საქმიანობის პირდაპირ ხელშეშლას, რაც დაუშვებელია.

ასოციაცია კვლავაც ყურადღებით მიადევნებს თვალს პროცესების განვითარებას, პროფესიისათვის ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით!“, - წერს ასათიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ადვოკატთა ასოციაციის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს