ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა მიმდინარეობს - სხდომას ესწრება თავად ამაღლობელიც

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა მიმდინარეობს.

სხდომას ესწრება მზია ამაღლობელიც.

საქმეს განიხილავს მოსამართლეთა კოლეგია, რომლის თავმჯდომარე მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილია.

ადვოკატებმა დარბაზის გაზრდის შუამდგომლობა დააყენეს. მოსამართლემ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს და შესაძლოა, შემდეგ სხდომა უფრო დიდ დარბაზში ჩატარდეს.

შეგახსენებთ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან, სადაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა იწყება, ხმაური იყო.

კერძოდ, მზია ამაღლობელის გულშემატკივრებსა და მანდატურის წარმომადგენლებს შორის კამათი იყო. როგორც მზია ამაღლობელის კოლეგები და გულშემატკივრები აღნიშნავენ, მათ ეზოში შესვლის და სხდომაზე დასწრების უფლებას არ მისცეს.

6 აგვისტოს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. კერძოდ, მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.

შეგახსენებთ, მზია ამაღლობელის ადვოკატები ითხოვენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ