ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ხერსონში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვან დღეს აღვნიშნავთ - რუსი ოკუპანტების ხერსონიდან განდევნის მესამე წლისთავს. ოკუპანტები ხერსონიდან ჩვენი ხალხის ძლიერების დამსახურებით გაიქცნენ“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამის“ არხზე.

მისი თქმით, ხერსონში სამხედრო მოსამსახურეებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.

„გადაწყვეტილებებს ვამზადებთ, რომლებმაც ხერსონი უნდა გააძლიეროს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.