ალექსანდრე ლუკაშენკომ საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვარზე არსებული ვითარების ნორმალიზების მიზნით ლიეტუვასთან მოლაპარაკებების გამართვა დაავალა

ალექსანდრე ლუკაშენკომ საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვარზე არსებული ვითარების ნორმალიზების მიზნით ლიეტუვასთან მოლაპარაკებების გამართვა დაავალა, - ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს პრესსამსახურის ცნობით, „ლიეტუვის ხელისუფლებისგან საზღვარზე არსებული ვითარების მოგვარების წინადადება მიიღეს“.

„ლიეტუვის მხარის მოთხოვნის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს დაავალა, რომ საზღვარზე სიტუაციის ნორმალიზებისა და საკონტროლო პუნქტების სრული ფუნქციონირების აღდგენის მიზნით მოლაპარაკებებს ორგანიზება გაუწიოს“, - აცხადებს ლუკაშენკოს პრესსამსახური.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საჰაერო ბუშტებთან დაკავშირებული ინციდენტების გამო ლიეტუვამ ბელარუსთან საზღვარი ერთი თვით დახურა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება