ლელა ჯეჯელავა - უნდობლობა არა არაბებს, არამედ „ქართულ ოცნებას“ მიემართება - ეს მიწა-წყალი ივანიშვილს არ ეკუთვნის, ქართველი ხალხისაა, მოვითხოვთ გვითხრან, რა სარგებელი გვექნება კონტრაქტისგან და დამთავრდება პრობლემა

საბოლოო ჯამში „დიდი არაბობის“ შიშების უკან „დიდი რუსობა“ არ იდგეს, ამის ძალიან მაღალი რისკია, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლელა ჯეჯელავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ არაბულ ინვესტიციებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ჯეჯელავას თქმით, ინვესტიციაში საშიში არაფერია, თუმცა საშიშია პროცესი, რომელიც გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს, ამასთან, ჯეჯელავა ამბობს, რომ ამ შემთხვევაში უნდობლობა არა ინვესტორების, არამედ „ქართულ ოცნებისკენ“ არის მიმართული.

„რადგან საამიროების ინვესტიციაა, საშიში არ არის, საშიშია გაუმჭვირვალე პროცესი, რომელსაც ვხედავთ - როდესაც საზოგადოების მოთხოვნის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ კონტრაქტის შინაარსს ჯიუტად არ ასაჯაროებს. არაბებთან არ გვაქვს უნდობლობის ფაქტორი. უნდობლობა მიემართება მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, რადგან ვნახეთ შემთხვევები, როდესაც ინვესტიცია სახელმწიფოსთვის დიდი თავსატეხი გახდა. მაგალითად, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით. ბუნებრივია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კითხვა ჩნდება, ხომ არ შეიძლება პროექტი იქცეს „ნამახვანჰეს 2“-ად?

მესმის, რომ კონტრაქტში გარკვეული ნაწილი შეიძლება კომერციული საიდუმლოება იყოს, მაგრამ მთელი კონტრაქტის შინაარსი ვერაფრით იქნება კომერციული საიდუმლოება. სახელმწიფოს არ აქვს უფლება, მოსახლეობას დაუმალოს, რა ბედი ელის ხალხის საკუთრებას. ეს ყველაფერი ხალხის საკუთრებაა, სახელმწიფო ქართული მიწით შედის წილში. ეს მიწა-წყალი ბიძინა ივანიშვილს არ ეკუთვნის, ეს არის ქართველი ხალხის საკუთრება. უნდა იცოდეს ქართველმა ხალხმა, რა ბედი ელის მის საკუთრებას და რა სარგებელი ექნება მას.

აქ გამოსჭვივის ის დამოკიდებულება, რომელიც ზოგადად, ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხის მიმართ აქვს - ბატონ-ყმური დამოკიდებულება. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მას ყმები ჰყავს თავის გუნდში, არ ვაპირებთ, მისი ყმები ვიყოთ. ჩვენ, ვისაც თავი მიგვაჩნია ქართული საზოგადოების ნაწილად, მოვითხოვთ გვითხრან, რა სარგებელი გვექნება ამ კონტრაქტისგან და დამთავრდება ამით ეს პრობლემა. სპეკულირებას იმით, რომ დიდი არაბობა მოხდება საქართველოში, ამას წინ უნდა აღვუდგეთ და ენა, მამული, სარწმუნოება დაგვეკარგება არაბული ინვესტიციით, ცხადია, ამას არავინ ვაპირებთ.

ეჭვი მაქვს, „დიდი არაბობის“ შიშების უკან „დიდი რუსობა“ არ იდგეს საბოლოო ჯამში, ამის ძალიან მაღალი რისკია“, - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერულ კომპანია Eagle Hills-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოში "უპრეცედენტო მოცულობის - 6,5 მილიარდზე მეტი ღირებულების", ორი პროექტი განხორციელდება. პროექტები თბილისსა და გონიოშია დაგეგმილი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება