შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელი ირჩევს კონფრონტაციას დიალოგის ნაცვლად - ის, სამწუხაროდ, ღირებულებებს აცდენილია, რისი შედეგიც არის ის კონფრონტაციული ტონი, თავდასხმები და რიტორიკა, რაც გვესმის

ბრიუსელი ირჩევს კონფრონტაციას დიალოგის ნაცვლად, რაც ასევე გახლავთ ბრიუსელის მხრიდან კიდევ ერთი ნიშანი ევროპული ღირებულებებისგან გადახვევისა, - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გაფართოების ფორუმზე საქართველოს არ მიწვევის საკითხს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროპული ღირებულება არის დიალოგი და არა კონფრონტაცია.

„ორი საკითხია: ამჯერად უკვე პრესსპიკერმა, კიდევ ერთხელ, დაადასტურა, რომ ეს პროცესი შეაჩერა თავად ბრიუსელმა 2024 წლის ივნისში. ასე რომ კიდევ ერთხელ, საკუთარი პირით აღიარეს, თუ რა დეზინფორმაციული, ცრუ ნარატივი ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი. ეს კიდევ ერთი დასტური და საკუთარი თავის მხილებაა.

მეორე - ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ბრიუსელი ირჩევს კონფრონტაციას დიალოგის ნაცვლად, რაც ასევე გახლავთ ბრიუსელის მხრიდან კიდევ ერთი ნიშანი ევროპული ღირებულებებისგან გადახვევისა. ევროპული ღირებულება, ის როგორც ჩვენ, ქართველებს გვესმის და რისი თანაშემოქმედებიც ჩვენ ვართ, არის დიალოგი და არა კონფრონტაცია, არის საუბარი და არა დირექტივები, არის სხვისი ინტერესების გააზრება და არა მითითებების მიცემა. ბრიუსელი, დღეს, სამწუხაროდ, ამ ღირებულებებს აცდენილია, რისი შედეგიც არის სწორედ ის კონფრონტაციული ტონი, თავდასხმები და რიტორიკა, რომელიც გვესმის ჩვენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროკომისიის პრესსპიკერი გაფართოების, საერთაშორისო პარტნიორობისა და ხმელთაშუა ზღვის საკითხებში გიომ მერსიე ადასტურებს, რომ საქართველო 18 ნოემბერს, ბრიუსელში დაგეგმილ გაფართოების ფორუმზე მიწვეული არ არის. ამის შესახებ მან „ევროსკოპის“ რედაქტორს, თამარ ნუცუბიძეს განუცხადა. ასევე, მისი თქმით, ბრიუსელმა შეამცირა კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი