გერმანია უკრაინას ზამთრის სეზონზე დახმარებისთვის დამატებით 40 მილიონ ევროს გამოუყოფს

გერმანია უკრაინისთვის ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიმდინარე თავდასხმების საპასუხოდ, დამატებით 40 მილიონი ევროს ფინანსური დახმარების გამოყოფას გეგმავს.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა.

„ვეხმარებით იმის უზრუნველყოფაში, რომ სახლები თბილი და განათებული იყოს და რომ რუსეთმა, სამოქალაქო პირების გაზისა და გათბობის სისტემებზე მიზანმიმართული ტერორისტული თავდასხმებით, ვერ შეძლოს სამშობლოს დამცველების მორალურად გატეხვა“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი ინფორმაციით, თანხები ჰუმანიტარულ ზომებს მოხმარდება, მათ შორის გათბობის სისტემებისა და დაზიანებული სახლების შეკეთებას, ასევე გენერატორებისა და სხვა აუცილებელი ნივთების მიწოდებას.

ცნობისთვის, ოქტომბრის ბოლოს გამოცხადდა, რომ გერმანია 60 მილიონ ევროს გამოყოფდა უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდისთვის გენერატორების, ენერგეტიკული აღჭურვილობისა და მობილური თბოელექტროსადგურების მიწოდების მიზნით.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა