„ფორსაითი“ პირველი არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ღია ფინანსების ეკოსისტემას ღია ბანკინგში ჩართვამდე შეუერთდა

საბანკო ასოციაცია განაგრძობს მუშაობას საქართველოში ღია ბანკინგისა და ღია ფინანსების პროექტის განვითარებაზე, რომლის მიზანი ფინანსური სექტორის ციფრული ტრანსფორმაციის ახალი ტალღის მხარდაჭერა და მონაცემების გაცვლის სტანდარტიზაციაა. პროექტი ხელს უწყობს ახალი ტიპის ფინანსური სერვისებისა და სერვისის მიმწოდებლების გაჩენას, რაც მთლიანი ეკოსისტემის განვითარებას ემსახურება.

2025 წლის დასაწყისიდან საქართველოს საბანკო ასოციაციამ და რამდენიმე კომერციულმა ბანკმა გააფორმეს საერთო შეთანხმება, რომელიც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, მარტივად, უსაფრთხოდ და მომხმარებლის მიერ გამოხატული თანხმობის საფუძველზე გაცვალონ ამ მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები. ამ სერვისის დანერგვა ღია ბანკინგის ღია ფინანსების სისტემად გარდაქმნის პირველი ნაბიჯია.

შეთანხმება მნიშვნელოვნად ზრდის სისტემის სხვადასხვა მოთამაშეებს შორის ურთიერთქმედების ეფექტიანობას და აუმჯობესებს მომხმარებლებისთვის შეთავაზებული სერვისების ხარისხს.

ღია ფინანსების სისტემა, ღია ბანკინგის სერვისებთან ერთად ისეთი სერვისების არსებობასაც ითვალისწინებს, რომელთა გამოსაყენებლად სავალდებულო არ არის უშუალოდ ღია ბანკინგთან დაკავშირებული ლიცენზიის (გადახდის ინიცირების პროვაიდერი, ანგარიშის ინფორმაციის პროვაიდერი) ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიცენზიის ფლობა.

“ფორსაითი” ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებადი პირველი ინსტიტუტია, რომელიც არ ფლობს საბანკო, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ან ღია ბანკინგის პროვაიდერის ლიცენზიას და ამისდა მიუხედავად ამ შეთანხმებას შეუერთდა. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა ღია ბანკინგისა და ღია ფინანსების განვითარების გზაზე.

ამ ინტეგრაციის საშუალებით საქართველოს საბანკო სისტემის მომხმარებლებს “ფორსაითის” მომხმარებლად სრულფასოვნად რეგისტრაცია და მისი საინვესტიციო პლატფორმით სარგებლობა შეუძლიათ მარტივად, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, საკუთარი საბანკო მონაცემების მეშვეობით, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს რეგისტრაციისა და მომსახურებაზე წვდომის პროცესს, მაღალი უსაფრთხოებისა და სანდოობის გარანტიების არსებობის პირობებში.

არსებული შეთანხმება კიდევ ერთი აღსანიშნავი ნაბიჯია საბანკო და არასაბანკო ფინანსური სექტორის ინტეგრაციის გზაზე, რაც საბოლოოდ მომხმარებელთა სარგებელსა და ფინანსური სერვისების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში