შალვა პაპუაშვილი - წარმოდგენილი ბიუჯეტი აჩვენებს, თუ რამდენად სწორი არის საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, არ აჰყვეს გარედან მოწოდებებს და არ დააზიანოს საკუთარი მოსახლეობა

წარმოდგენილი ბიუჯეტი აჩვენებს, თუ რამდენად სწორი არის საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, არ აჰყვეს გარედან მოწოდებებს და არ დააზიანოს საკუთარი მოსახლეობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დღესაც არის მცდელობა, რომ საქართველო შეიყვანონ ესკალაციაში არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ სხვადასხვა სუბიექტებთან და ამით ეკონომიკა დააზიანონ.

„სინამდვილეში, ეს მცდელობებია დღესაც, რომ საკუთარ დღის წესრიგზე გადაიყვანონ საქართველო, შეიყვანონ კონფრონტაციაში, ესკალაციაში არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ სხვადასხვა სუბიექტებთან და ამით ეკონომიკა დააზიანონ. ის, რომ საქართველოს ხელისუფლება არ მიჰყვება ამ მტერ-მოყვარეების რჩევებს და ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესს მოჰყვება, სწორედ ამის შედეგია გაზრდილი ბიუჯეტი. ამის შედეგია, რომ შესაძლებლობა ექნება საქართველოს ხელისუფლებას, 2026 წელს იყოს უფრო ძლიერი და მეტი პროექტი განხორციელდეს როგორც ინფრასტრუქტურული, ისე განათლების, სოციალური მიმართულებით.

ყველა მიმართულებით უფრო ძლიერი ბიუჯეტი გვექნება. რაც მთავარია, ეს ბიუჯეტი ასახავს ეკონომიკურ ზრდას. ჩვენ ნახტომისებური ზრდა გვაქვს, თუკი შევადარებთ მთლიანად კონტინენტზე არსებულ ზრდის ტემპებს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი