რელიგიის სააგენტო პრაღის კონფერენციაში მონაწილეობს

პრაღაში, დღეს, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ეგიდით, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საერთაშორისო ალიანსის კონფერენცია გაიხსნა თემაზე: რელიგიისა და რწმენის თავისუფლება, როგორც მდგრადობისა და რელიგიური ჩართულობის წყარო“.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, პეტრ პაველი.

„რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების ალიანსის (IRFBA) ხუთწლიან საქმიანობაზე ისაუბრა IRFBA-ს თავმჯდომარემ, ფილოსოფიის დოქტორმა რობერტ რეჰაკმა.

კონფერენციის საქმიანობაში მონაწილეობს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, დავით დავითაშვილის შემადგენლობით.

იგეგმება პანელურ სხდომებზე სააგენტოს თავმჯდომარის ორი გამოსვლა, პირველი - ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რელიგიური უფლებების დარღვევის თემაზე, მეორე - რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მდგომარეობაზე საქართველოში.

ღონისძიებას ესწრებიან ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!