9 ქვეყანა, მათ შორის უკრაინა, დნესტრისპირეთის ლიდერების წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა

ცხრა ქვეყანა, მათ შორის უკრაინა, არაღიარებული დნესტრისპირეთის რეგიონის ლიდერების წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას შეუერთდა, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის 27 ოქტომბერს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მოლდოვას რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების 2026 წლის 31 ოქტომბრამდე გაგრძელების შესახებ.

„ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, სერბეთი, უკრაინა და მონტენეგრო ევროკავშირის საბჭოს ამ გადაწყვეტილებას შეუერთდნენ. ეს ქვეყნები უზრუნველყოფენ, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა შეესაბამებოდეს საბჭოს ამ გადაწყვეტილებას. ევროკავშირი ითვალისწინებს ამ ვალდებულებას და მიესალმება მას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა