2008 წლის აგვისტომდე დაწყებულ და დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით საგადასახადო შეღავათის ვადა 2028 წლის ნაცვლად, 2029 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება

2008 წლის აგვისტომდე დაწყებულ და დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით საგადასახადო შეღავათის ვადა 2028 წლის ნაცვლად, 2029 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება.

შესაბამისი ცვლილებები „საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ინიციატივების ფარგლებში, მეორე მოსმენით განხილვისას აისახა.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა აღნიშნა, ამ თვალსაზრისით გათვალისწინებულია სხდომაზე გამოთქმული შენიშვნები.

საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები ცალკეული საგადასახადო შეღავათების ვადის 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელებას ითვალისწინებს. კანონის პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, 2008 წლის აგვისტომდე დაწყებული მშენებლობების დასრულების ხელშეწყობის მიზნით, დაგეგმილი იყო საგადასახადო შეღავათების 2028 წლამდე შენარჩუნდება.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს