ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2026 წლის ნაერთი ბიუჯეტიდან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით 4.1 მლრდ ლარამდეა გათვალისწინებული

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2026 წლის ნაერთი ბიუჯეტიდან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით 4.1 მლრდ ლარამდეა გათვალისწინებული.

ამის შესახებ მან ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, გათვალისწინებული თანხიდან საჯარო სკოლების დაფინანსებაზე მიიმართება 1,7 მლრდ ლარამდე, ხოლო საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 500,0 მლნ ლარზე მეტი.

„ასევე, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 110,0 მლნ ლარი. კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე ნაერთი ბიუჯეტიდან მიიმართება 1 050,0 მლნ ლარზე მეტი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია 615,0 მლნ ლარამდე”,- განაცხადა ხუციშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება