მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოში არავინ ლანძღავს და არავინ ესხმის თავს უცხოელ დიპლომატებს - დიდ პატივს ვცემთ იმ ურთიერთობებს, რაც საქართველოს აქვს წლების განმავლობაში განვითარებული ჩვენს პარტნიორებთან

საქართველოში არავინ ლანძღავს და არავინ ესხმის თავს უცხოელ დიპლომატებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პირიქით, ძალიან დიდ პატივს სცემენ იმ ურთიერთობებს, რა ურთიერთობებიც საქართველოს აქვს წლების განმავლობაში განვითარებული პარტნიორებთან.

„საქართველოში არავინ ლანძღავს და არავინ ესხმის თავს უცხოელ დიპლომატებს. პირიქით, ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ იმ ურთიერთობებს, რა ურთიერთობებიც საქართველოს აქვს წლების განმავლობაში განვითარებული ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს მეგობრებთან.

არაერთხელ ხაზგასმით გვითქვამს, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომლის წინაშეც დღეს დგას საქართველო, მიუხედავად, პირიქით, იმ თავდასხმებისა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ქართულ სახელმწიფოზე, ქართულ დემოკრატიაზე, ჩვენ ვრჩებით იმ მეგობრობის რეჟიმში ჩვენს პარტნიორებთან, რაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის მომავალს, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის