პაველ ჰერჩინსკი - თუ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ სერიოზულად არის განწყობილი, მაშინ მათ კურსი სასწრაფოდ უნდა შეცვალონ და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაბრუნდნენ

რა თქმა უნდა, ხელისუფლებასთან საუბარს ვცდილობ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

კითხვაზე, აქვს თუ არა კონტაქტი საქართველოს ხელისუფლებასთან, პაველ ჰერჩინსკიმ უპასუხა, რომ „როგორც ევროკავშირის ელჩი საქართველოში, მისი მოვალეობაა, ღია კომუნიკაციის არხები ყველასთან ჰქონდეს“.

„რა თქმა უნდა, ხელისუფლებასთან საუბარს ვცდილობ. ჩვენ ასევე კონტაქტში ვართ ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგაოდებასთან…ეს ნათელია ზუსტად ერთი კვირის წინ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული გაფართოების ანგარიშიდან. რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას, ანგარიში დამანგრეველია. ანგარიშში ნათლად არის ნათქვამი, რომ ახლა საქართველო ევროკავშირისგან უფრო შორს არის, ვიდრე ორი წლის, კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას. საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რომ კურსი შეცვალოს და ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ასევე, ელჩმა უპასუხა შეკითხვას საქართველოს ხელისუფლების გაცხადებასთან დაკავშირებით, რომ „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არა მათ, არამედ ევროკავშირმა შეაჩერა“.

„სწორედ საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის შეტანა 2022 წლის მარტში. სწორედ ევროკავშირმა მიანიჭა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში. საკუთარი კანონმდებლობის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება საქართველოს საქმეა. შეუძლია ნებისმიერი კანონი ჰქონდეს, რაც სურს. მაგრამ, ჩემი და ევროკავშირის როლია, რომ ქართველებს ვუთხრათ, რომელი კანონები არ შეესაბამება ევროკავშირს. სწორედ 2024 წლის გაზაფხულზე ნათლად და ხმამაღლა ვამბობდით, რომ არ მიეღოთ კანონი უცხოური აგენტების შესახებ, რადგან ამას შედეგები მოჰყვებოდა. მართლაც, 2024 წლის ივნისში, საქართველოს პარლამენტის მიერ ამ კანონის მიღების შემდეგ ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეეჩერებინა და საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა, რომ კურსი შეეცვალა. მოხარული ვარ და ვფიქრობ, რომ პოზიტიურია ის, რომ საბოლოოდ, ზოგიერთმა ქართველმა პარლამენტარმა ევროპული საბჭოს 2024 წლის ივნისის დასკვნები აღმოაჩინა, მაგრამ, პრობლემას ის წარმოადგენს, რომ მათ 18 თვე დასჭირდათ იმისთვის, რათა გაეაზრებინათ, რომ მათ ქმედებებს შედეგები მოჰყვებოდა“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, „ევროპული საბჭოს 2024 წლის ივნისის დასკვნები პირველი გამომაფხიზლებელი ზარი იყო“.

„გასულ კვირას, გაფართოების ანგარიში მივიღეთ, რაც ალბათ, საბოლოო გამომაფხიზლებელი ზარია. ანგარიში დამანგრეველი იყო. ვიმედოვნებ, რომ ქართველ პარლამენტარებს 18 თვეზე ნაკლები დასჭირდებათ, რათა ეს შეისწავლონ და იმოქმედონ, რადგან თუ საქართველო და საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ სერიოზულად არის განწყობილი, მაშინ მათ კურსი სასწრაფოდ უნდა შეცვალონ და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უნდა დაბრუნდნენ“,- განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე