გიორგი შარაშიძე - არ იქნება სწორი, გახარია ჩამოვიდეს, რატომ უნდა დააჭერინო "ოცნებას" თავი, როდესაც ცამდე მართალი ხარ?! - პროკურატურა ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას, რადგან ეს ივანიშვილის პერსონალური შურისძიებაა

ვიცოდით, რომ პროკურატურა ამ ნაბიჯს გადადგამდა, ამაში მოულოდნელი არაფერია - არ იქნება სწორი [რომ გახარია ჩამოვიდეს], რატომ უნდა დააჭერინო "ოცნებას" თავი, როდესაც ცამდე მართალი ხარ?!, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პროკურატურა ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას, რადგან ეს არის ბიძინა ივანიშვილის პერსონალური შურისძიება.

"ჩვენთვის არც გაუგებარია აქ რამე, არც მოულოდნელია, არც სიურპრიზია რამე. რა თქმა უნდა, ამას ველოდით. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ გიორგი გახარიას ქართული მიწების დაცვის გამო, 15 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. რა თქმა უნდა, ეს პატიმრობა არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შურისძიების ნაწილი და პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ნაწილი. გასაგებია, რომ პროკურატურა ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას, რადგან ეს არის ივანიშვილის პერსონალური შურისძიება", - განაცხადა შარაშიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქმე ეხება საზოგადოებისათვის კარგად ცნობილ 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანას ეპიზოდებს, კერძოდ პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზების და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს.

როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ