პაველ ჰერჩინსკი - როდესაც საქმე გაფართოების გზას ეხება, უკრაინა და მოლდოვა საქართველოზე გაცილებით წინ არიან - საქართველო ევროკავშირისგან იმაზე შორს არის, ვიდრე 2023 წელს იყო

როდესაც საქმე გაფართოების გზას ეხება, უკრაინა და მოლდოვა საქართველოზე გაცილებით წინ არიან,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

„როდესაც საქმე გაფართოების გზას ეხება, უკრაინა და მოლდოვა საქართველოზე გაცილებით წინ არიან. უკრაინის შემთხვევაში ეს სასტიკი აგრესიული ომის მიუხედავად ხდება. უკრაინელი ხალხი რუსეთის აგრესიას უპირისპირდება და ასევე, ძალიან რთულ და გამოწვევებით სავსე რეფორმებს გადის“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მისი თქმით, „მოლდოვა რუსეთის ჰიბრიდული ომის გამო ზეწოლას განიცდის“.

„მიუხედავად ამისა, ცოტა ხნის წინ მოლდოველებმა საპარლამენტო არჩევნებში პროევროპულ კურსს მხარი დაუჭირეს. ორივე, უკრაინაც და მოლდოვაც გზაზე დგანან, რომ ევროკავშირის წევრები მალე გახდნენ. სამწუხაროდ, საქართველოს შემთხვევაში საპირისპირო რამეს ვხედავთ. კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან ორი წლის შემდეგ საქართველო ევროკავშირისგან იმაზე შორს არის, ვიდრე 2023 წელს იყო“, - აღნიშნა ელჩმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა