ვიკა ფილფანი - დასახელებული შემთხვევების შემდეგ გახარია დააწინაურეს, გახდა პრემიერ-მინისტრი, ის იყო „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი, თუ დამნაშავე იყო, ექვსი წელი რატომ დასჭირდათ? - ეს არის ივანიშვილის ვენდეტა

ჩვენთვის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური შურისძიებაა და პირადად ბიძინა ივანიშვილის ვენდეტა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა, ვიკა ფილფანმა გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე საუბრისას განაცხადა.

ვიკა ფილფანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში 360 გრადუსი“ განაცხადა, რომ გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება „არის გიორგი გახარიას პოლიტიკიდან გაქრობის მცდელობა“.

ბიძინა ივანიშვილი დაემუქრა გიორგი გახარიას, რომ მას და მისი პარტიის წევრებს მოუწევდათ სასამართლოში მისვლა და პასუხების გაცემა. ჩვენთვის ეს თავიდან ბოლომდე პოლიტიკური შურისძიებაა, პოლიტიკური მოტივებით შურისძიება და პირადად ბიძინა ივანიშვილის ვენდეტა. ეს უკვე ერთი წელია, მოსალოდნელია.

მინდა შეგახსენოთ, რომ ეს შემთხვევები, 20 ივნისი და ჩორჩანა, მოხდა მანამდე, სანამ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი გახდებოდა. სწორედ ამ ორი შემთხვევის შემდეგ, გიორგი გახარია ჯერ დააწინაურეს და გახდა პრემიერ-მინისტრი და 2020 წელს კი, მინდა ვთქვა, რომ ის იყო „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის პირველი ნომერი. თუ ის დამნაშავე იყო, ექვსი წელი რატომ დასჭირდათ?...

ე.წ. კომისია შეიქმნა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულების გამოსაძიებლად. დასრულდა ეს კომისია და ამ კომისიაზე დაყრდნობით ვის მიმართაც დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გიორგი გახარია“, - განაცხადა ვიკა ფილფანმა.

ვიკა ფილფანის თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის შემდეგ გაჩნდა სპეკულაციები, რომ „ესენი ივანიშვილთან დალაგდნენ“, თუმცა გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ ყველა დარწმუნდა, რომ ეს ასე არ არის.

„პარლამენტში შესვლა ამ კონკრეტულ ფაქტთან არაფერ შუაშია. პარლამენტში შესვლით ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას და ტვირთს, რომელიც ჩვენს ამომრჩეველთან და ამ ქვეყნის წინაშე გვაკისრია. პარლამენტში შესვლის ჩვენი მოტივი გაცხადებულად ვთქვით, ეს არის ამ ქვეყანაში დემოკრატიული მექანიზმის შენარჩუნება და იმ ბერკეტების გამოყენება, რაც ჩვენ გვაქვს. გაჩნდა სპეკულაციები, რომ „ესენი ახლა ბიძინა ივანიშვილთან დალაგდნენ და ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ გეგმა „ბ“ არიან“, ახლა ხომ ყველა დარწმუნდა, რომ ეს ასე არ არის“, - განაცხადა ვიკა ფილფანმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა