საია - Amnesty International-მა სტრასბურგის სასამართლოში ე.წ. რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

Amnesty International-მა სტრასბურგის სასამართლოში ე.წ. რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.

„Amnesty International-ის წერილობით მოსაზრებაში ვკითხულობთ: სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანების უფლება გულისხმობს, რომ სამოქალაქო საზოგადოება იძიებს, იღებს და იყენებს რესურსებს, რითაც, არა მხოლოდ, ინარჩუნებს სამოქალაქო სექტორის მრავალფეროვნებას, არამედ დამოუკიდებელია კონტროლისგან, რომლის ქვეშაც შესაძლოა აღმოჩნდეს სახელმწიფო დაფინანსების პირობებში.

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს მიმართული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებული ერთ ან რამდენიმე ლეგიტიმური მიზნის მკაცრი დაცვისკენ. სახელმწიფო კი ვერ ამტკიცებს რეალური საფრთხის არსებობას და წინასწარ, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციისადმი უნდობლობას გამოხატავს, რითაც იქმნება რისკი, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შეეზღუდებათ თავისუფლად და უსაფრთხოდ საქმიანობა“, - ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება