ლევან შატბერაშვილი - ხელისუფლებამ „ვარკეთილის მეტროს“ ჭერი ვერ გაარემონტა და გვეუბნებიან, რომ უშველებელ კამპუსებს ააშენებენ - ე.წ. რეფორმის მიზანია, რაც შეიძლება მეტი კონტროლი და ნაკლები განათლება საზოგადოებაში

ხელისუფლებამ „ვარკეთილის მეტროს“ ჭერი ვერ გაარემონტა და გვეუბნებიან, რომ სხვადასხვა ქალაქში უშველებელ კამპუსებს ააშენებენ - არ არსებობს არანაირი გეგმა, განათლების ე.წ. რეფორმის მიზანია, რაც შეიძლება მეტი კონტროლი და რაც შეიძლება ნაკლები განათლება საზოგადოებაში, - ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ ეროვნული საბჭოს წევრმა, ლევან შატბერაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

„განათლების ე.წ. რეფორმის მიზანი რეალურად არ არის რაიმე სიახლე და ინოვაცია, არამედ მიზანია დეფორმაცია და უკუსვლა. ჩანაფიქრი არის, რომ კიდევ ერთი დიდი უკანსვლა მოხდეს ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემაში. რა თქმა უნდა, ეს ემსახურება კონტროლს - რაც შეიძლება მეტი კონტროლი არსებობდეს და რაც შეიძლება ნაკლები განათლება საზოგადოებაში.

ჩვენ ვცხოვრობთ ისეთი ხელისუფლების პირობებში, რომელმაც წლების განმავლობაში „ვარკეთილის მეტროს“ ჭერი ვერ გაარემონტა და ისინი გვეუბნებიან, რომ რუსთავში, ან ნებისმიერ სხვა ქალაქში, ააშენებენ უშველებელ კამპუსს, სადაც ათი ათასობით სტუდენტი დაეტევა. გარდა იმისა, რომ კონტროლია ჩადებული, არანაირი დაგეგმვა არ არის. ეს არის ძალიან არაპროფესიონალური ქცევა. განათლების სფეროში აანონსებენ უშველებელ რეფორმას და საერთოდ არ არის საუბარი იმაზე, რა ვადებში მოხდება, როგორ, რანაირად და ა.შ. თქვენ წარმოგიდგენიათ, ვიღაცამ გითხრათ, „ახლა უნდა შეიცვალოთ ბინა, უნდა გადახვიდეთ“, მაგრამ არ გითხრათ, სად იქნება თქვენი ახალი ბინა, რამდენი ოთახი გექნებათ, გექნებათ თუ არა ცხელი წყალი, განათება და ა.შ. დათანხმდებით თქვენ ასეთ დანაპირებზე სულ რომ საუკეთესო დანაპირები იყოს?! არა, რა თქმა უნდა,“ - განაცხადა შატბერაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია