გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილზე - საჯაროდ ვხედავდით, რომ ძალიან კარგ ხასიათზე და ჯანზე იყო, მსოფლიო პოლიტიკას ალაგებდა, არამარტო საქართველოსას - გადავიდა იქ, სადაც მსჯავრდებული უნდა იხდიდეს სასჯელს

საჯაროდ ვხედავდით, რომ [მიხეილ სააკაშვილი] ძალიან კარგ ხასიათზე და ჯანზე იყო - მსოფლიო პოლიტიკას ალაგებდა, არამარტო საქართველოსას - ეს გადაწყვეტილება გასაკვირი არავისთვის არ იყო, მისივე პარტიის წევრებისთვისაც კი, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი გადავიდა იქ, სადაც მსჯავრდებული უნდა იხდიდეს სასჯელს.

„მე რაც მახსოვს „ნაცმოძრაობის” წარმომადგენელმა, თუ არ ვცდები - ანი წითლიძემ, თავად გააკეთა განცხადება, რომ მოხდა მისი [მიხეილ სააკაშვილის] ერთი საპყრობილიდან მეორე საპყრობილეში გადაყვანა - ანუ არაფერი არ შეცვლილაო. მათაც კარგად იციან, რომ გადავიდა იქ, სადაც მსჯავრდებული უნდა იხდიდეს სასჯელს. ეს ჩვეულებრივი პროცესია. აქამდეც საჯაროდ ვხედავდით, რომ ძალიან კარგ ხასიათზე და ჯანზე იყო - მსოფლიო პოლიტიკას ალაგებდა, არამარტო საქართველოსას. ეს გადაწყვეტილება გასაკვირი არავისთვის არ იყო - მისივე პარტიის წევრებისთვისაც კი. ასე რომ, ის იმ განაჩენით მიკუთვნებული მსჯავრის მოხდას გააგრძელებს, რაც სასამართლოს მიერ აქვს [დაკისრებული]”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

კითხვაზე, აქამდე რატომ არ მოხდა სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა, მაჭარაშვილმა უპასუხა, რომ „ეს კითხვები საზოგადოებაშიც არსებობდა და მათაც ჰქონდათ”.

„აქამდე რატომ არ გადაიყვანეს - ეს კითხვები საზოგადოებაშიც არსებობდა და ჩვენც გვქონდა. როგორც ჩანს, შესაბამისმა დაწესებულებამ, რომელიც კონსულტაციებს გადიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, ასე მიიჩნიეს საჭიროდ. ასე ჩაითვალა საჭიროდ სამედიცინო სფეროს კონსულტაციების საფუძველზე და მოხდა ის, რაც წესით, აქამდეც უნდა მომხდარიყო”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას. პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის „ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა“, კლინიკიდან გამოწერეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!