შალვა პაპუაშვილი - როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც კი იძულებულია, საჯაროდ მიუთითოს ბრიუსელს, რომ შეეშვას სხვა ქვეყნების მიმართ შენიშვნების ტონით საუბარს, აშკარაა, რომ ბრიუსელი ზედმეტად ღრმად შევიდა ყალბი მორალისტის როლში

როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც კი იძულებულია, საჯაროდ მიუთითოს ბრიუსელს, რომ შეეშვას სხვა ქვეყნების მიმართ შენიშვნების ტონით საუბარს, აშკარაა, რომ ბრიუსელი უკვე ზედმეტად ღრმად შევიდა ყალბი მორალისტის როლში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც ის აღნიშნავს, მათი სათქმელიც ეს არის.

„როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც კი იძულებულია, საჯაროდ მიუთითოს ბრიუსელს, რომ შეეშვას სხვა ქვეყნების მიმართ შენიშვნების ტონით საუბარს, აშკარაა, რომ ბრიუსელი უკვე ზედმეტად ღრმად შევიდა ყალბი მორალისტის როლში.

ჩვენი სათქმელიც ეს არის!”- წერს პაპუაშვილი.

აღნიშნული სტატუსით პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

კერძოდ, მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე აშშ-ის მიერ კარიბის ზღვის აუზში ნავებზე დარტყმების კანონიერების საკითხი მასთან არავის განუხილავს.

„ვფიქრობ, ევროკავშირს არ აქვს უფლება განსაზღვროს, თუ რა არის საერთაშორისო სამართალი. ასევე, ისინი ნამდვილად ვერ განსაზღვრავენ იმას, თუ როგორ უნდა დაიცვას აშშ-მა თავისი ეროვნული უსაფრთხოება. აშშ-ს ჩვენს ნახევარსფეროში თავს ორგანიზებული კრიმინალური ნარკოტერორისტები ესხმიან და პრეზიდენტი ამას ჩვენი ქვეყნის დაცვის მიზნით პასუხობს“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი