მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილი ყოველ დილას ფიქრით იწყებს: დღეს ვის რა ვავნო - რატომ დამაბრუნეს ჯალათებთან? ჩემი მომხრეების დაშინება უნდათ და ამასთან, ეს გზავნილია დასავლეთისთვის - ანადგურებენ საქართველოს თავისუფლებას და მანადგურებენ მეც

ივანიშვილი ყოველ დილას აკვიატებული ფიქრით იწყებს, აბა, დღეს ვის რა ვავნო - ანადგურებენ საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას და მანადგურებენ მეც,- ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს, რომელიც რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მისმა ადვოკატმა ვახო ბარამაშვილმა ჟურნალისტებს გააცნო.

როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, ეს ყველაფერი მოსკოვთან არის შეთანხმებული.

„ივანიშვილი ყოველ დილას აკვიატებული ფიქრით იწყებს, აბა, დღეს ვის რა ვავნო. ამჯერად, გუშინ მე დამაბრუნა დილეგში. რა თქმა უნდა, გაფრთხილების გარეშე გადმომიყვანეს რუსთავის ციხეში, სადაც ზუსტად ის ხალხი დამხვდა, რომლებმაც 2022 წლის მარტში მომწამლეს. მაშინ სასწაულად გადავურჩი სიკვდილს და ამ მოწამვლის სიმპტომები დღემდე მაქვს დარჩენილი. მადლობა "ვივამედის" იმ ექიმებს, რომლებიც იბრძოდნენ ჩემი სიცოცხლისთვის. ამდენი პატიმრისა და უბედურების ფონზე, არ ვითხოვ ჩემთვის რაიმე განსაკუთრებულ სიმპათიას. რატომ დამაბრუნეს ახლა ჯალათებთან? სწორედ იმიტომ, რომ უნდათ ჩემი მრავალრიცხოვანი მომხრეების დაშინება, მეორე, ეს კონკრეტულ გზავნილს უგზავნის დასავლეთს და უკრაინას, სადაც დღემდე ვირიცხები ზელენსკის რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ. საქმე იმაშია, რომ ივანიშვილმა თავის დროზე აიღო ვალდებულება ჩემი სიცოცხლის შენარჩუნების და ახლა ამ ნაბიჯით ევროპელებსა და ამერიკელებს ეუბნება, რომ ეს დაპირება, როგორც ყველა სხვა, ძალაში აღარაა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი მოსკოვთან არის შეთანხმებული. საქმე იმაშია, რომ მსოფლიოსთვის, პოსტსაბჭოთა სივრცეში, მე ვარ ყველაზე წარმატებული რეფორმებისა და ასევე, საქართველოს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის სიმბოლო.

ანადგურებენ საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას და მანადგურებენ მეც.

დღეს მინდა ადამიანებს ვუთხრა ის, რასაც მთელი ეს დრო ვეუბნებოდი, არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ და იბრძოლეთ, ვინაიდან ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია. დიდება თავისუფლებას",- წერს მიხეილ სააკაშვილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის