„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მშობლებისთვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე - „როგორ ჩამოვუყალიბოთ შვილებს სწორი ფინანსური ჩვევები“

„საქართველოს ბანკი“, როგორც ფინანსური განათლების მხარდამჭერი ბანკი, ფინანსური ცოდნის ამაღლების მიზნით სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს. ამჯერად კი ბანკმა ფინანსური განათლებით დაინტერესებული მშობლებისთვის ტრენინგი - „როგორ ჩამოვუყალიბოთ შვილებს სწორი ფინანსური ჩვევები“ ჩაატარა.

ტრენინგზე ფინანსურ, ასევე სწავლების სფეროში გამოცდილმა ინსტრუქტორებმა: თამთა ჯიჯავაძემ და ნათია მშვიდობაძემ მშობლებთან ერთად განიხილეს როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვს მარტივად და გასაგებად: ბიუჯეტირება, ფინანსური მიზნების დასახვა, დანაზოგის მნიშვნელოვნება, ფულის დაგროვების მარტივი გზები, პასუხისმგებლიანი ხარჯვის წესები და ა.შ.

„საქართველოს ბანკისთვის, რომლისთვისაც განათლების მხარდაჭერა უცვლელი პრიორიტეტია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსური განათლების ხელშეწყობა. ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ ფინანსური ცნობიერების ამაღლებას მშობლებში, მოსწავლეებში, სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებში. გვჯერა, რომ ფინანსური ცოდნა და ჯანსაღი ფინანსური ჩვევების განვითარება დღეს ყველასთვის აუცილებელია, რადგან ის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს, და მნიშვნელოვანია, ეს არჩევანი შესაბამის ცოდნაზე იყოს დაფუძნებული,“ — აღნიშნავს საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი ანა ლომთაძე.

საქართველოს ბანკი ფინანსური განათლების მხარდამჭერი

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია