ქალი ლიდერები IT სფეროში - გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია

თიბისის პლატფორმული სისტემების ლიგის ლიდერი - გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის გამარჯვებულია. მან ეს პრესტიჟული ჯილდო კატეგორიაში - ქალი ლიდერები IT სფეროში მიიღო.

ეს ჯილდო ენიჭებათ ქალ ლიდერებს, რომელთაც გამორჩეული წვლილი შეაქვთ IT სფეროს განვითარებაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იმ პროფესიონალებს, რომელთა ძლიერი ლიდერული თვისებები ეხმარება სფეროსა და ორგანიზაციის ტრანსფორმაციას.

The Info-Tech Awards აღნიშნავს იმ ლიდერების წვლილს, რომლებიც სხვადასხვა ბიზნეს ამოცანებს არგებენ შესაბამის ტექნოლოგიურ ინიციატივებს, მუდმივად ნერგავენ ინოვაციებს და გადაწყვეტილებების მიღებისას ხელმძღვანელობენ მაღალი სტანდარტებით.

წლევანდელი გამარჯვებულები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილ, ასობით კანდიდატს შორის გამოარჩიეს: “ეს კატეგორია აღნიშნავს ქალი ლიდერების წვლილს IT სფეროში, რომელთა ხედვა და საქმისადმი მიდგომა ქმნის გაზომვად პროგრესს ინოვაციაში, ინკლუზიასა და ორგანიზაციულ პერფორმანსში.

“ვულოცავ წლევანდელ გამარჯვებულებს, რადგან სტრატეგიული ლიდერობის მეშვეობით, აძლიერებენ საკუთარ ორგანიზაციებს და გზას უკვალავენ IT სფეროს ლიდერების ახალ თაობას. თითოეული მათგანი არის იმის მაგალითი, რომ ინკლუზიური ლიდერობა აფორმირებს IT-ს მომავალს” - განაცხადა ტომ ზეჰრენმა, Info-Tech Research Group-ის აღმასრულებელმა ოფიცერმა.

გოგუცა გელაშვილი: “ქალი ლიდერების მომავალ თაობას ვურჩევ, საქმეში მაქსიმალურად დაიხარჯონ და საკუთარ თავშივე იპოვონ გამბედაობა. იმისთვის, რომ გახდე ძლიერი ლიდერი, საჭიროა გადალახო უამრავი დაბრკოლება და წარუმატებლობა; არ შეშინდეთ და შეხედეთ მას, როგორც ღირებულ გამოცდილებას.

უპირველესად, საკუთარი შესაძლებლობების უნდა დაიჯერონ. როგორც კი ამას შეძლებენ, სხვებსაც მარტივად დააჯერებენ. შემდეგ კი, შეუძლებელიც შესაძლებელი გახდება.”

დაჯილდოების ორგანიზატორი - Info-Tech Research Group 30 წელზე მეტია მსოფილიოს ლიდერი კვლევითი და საკონსულტაციო ორგანიზაციაა და მოიცავს 30,000-ზე მეტ საერთაშორისო კლიენტს.

(R)

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს