უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის წარმოების სამართალდარღვევის მუხლის კვალიფიკაცია შესაძლოა შეიცვალოს, ჯარიმების ოდენობა კი - გაიზარდოს

უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის წარმოების სამართალდარღვევის მუხლის კვალიფიკაცია შესაძლოა შეიცვალოს, ჯარიმების ოდენობა კი - გაიზარდოს.

ამას „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ მოამზადა და პარლამენტს განსახილველად წარუდგინა.

კანონის დღეს მოქმედი რედაქციის გათვალისწინებით, თვითმმართველ ქალაქში ჩადენილი სამართალდარღვევა ჯარიმდება 3 000 ლარით, მუნიციპალიტეტის დასახლებაში: ქალაქში - 2 000 ლარით, დაბასა და სოფელში - 200 ლარით.

პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების პროექტის მიხედვით, მოცემული ჯარიმები სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ჩადენილი სამართალდარღვევისთვის 25 000 ლარით განისაზღვრება, ხოლო იგივე სამართალდარღვევა კერძო საკუთრებაში უძრავ ქონებაზე - 8 000 ლარით.

ამავე პროექტის მიხედვით, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელად ან საინჟინრო-კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქცია − გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარით.

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს