ბექა ბასილაია - მიხეილ სააკაშვილი თავს მხნედ გრძნობს - ყველას ესმის, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება და ღონისძიება მასთან დაკავშირებით არის პოლიტიკური გადაწყვეტილება

სააკაშვილის მიმართ ყველა გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით მიიღება, ასევე, კომიკურ რეჟიმშია გადასული ხელისუფლება, მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარმოებული დევნისას,- ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი იღებს.

მიხეილ სააკაშვილი თავს მხნედ გრძნობს. ყველას ესმის, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება და ღონისძიება მასთან დაკავშირებით არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებებს კი არა პენიტენციური დაწესებულება და პროკურატურა, არამედ ბიძინა ივანიშვილი იღებს. ამ გადაწყვეტილებების შემკვეთი კი რუსეთია და ამ სიტუაციაში ჩვენ რაიმე ახალი დამატებითი სათქმელი არ გვაქვს.

სამედიცინო მდგომარეობასთან დაკავშირებით მე ინფორმაციას არ ვფლობ.

მიხეილ სააკაშვილის მიმართ ყველა გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით მიიღება, ასევე, კომიკურ რეჟიმშია გადასული ხელისუფლება, მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარმოებული დევნისას, ზვიგენთან „სელფის“ გადაღების გამო წაუყენეს ბრალი“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის, 12 ნოემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას. პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის „ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა“, კლინიკიდან გამოწერეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი