გიორგი ქობულია გიორგი გახარიასთვის ბრალის წარდგენაზე - ჩემში ეს იწვევს შეგრძნებას, რომ ის დრო დგება, როდესაც ხელისუფლებამ შეიძლება ადამიანს ნებისმიერი რამ დააბრალოს

ჩემში ეს იწვევს შეგრძნებას, რომ ის დრო დგება, როდესაც ხელისუფლებამ შეიძლება ადამიანს ნებისმიერი რამ დააბრალოს, - ასე უპასუხა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „საქმე“ დასმულ შეკითხვას, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას შეეხებოდა.

როგორც გიორგი ქობულიამ განაცხადა, მისი აზრით, ეს არა პოლიტიკური ანგარიშსწორება, არამედ ბიძინა ივანიშვილის პირადი წყენა შეიძლება იყოს.

„მე ამ ფაქტით, გუშინ რასაც მოვუსმინე, საკმაოდ შეშფოთებული და შეწუხებული ვარ. ეს გამოწვეულია არა იმით, რომ მე გახარიასთან ვთანამშრომლობდი, მერე დავშორდით და მე არანაირად არ გამოვდგები გახარიას დამცველად, არც ამის სურვილი არ მაქვს. ჩემში ეს იწვევს შეგრძნებას, რომ ის დრო დგება, როდესაც ხელისუფლებამ შეიძლება ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერი რამ დააბრალოს. მე არ ვარ ამ საქმეში ჩახედული, მე გეუბნებით ჩემს შეგრძნებას, რომ ადამიანი, რომელმაც პარლამენტი დაიცვა თავის დროზე, 20 ივნისს, რომელიც გმირად იყო გამოცხადებული, დაწინაურდა პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე და თურმე, დღეს 13 წლით ციხეში უნდა გაუშვან იმიტომ, რომ თვალი დათხარა ხალხს. ფაქტია, 6 წლის განმავლობაში თურმე გმირი იყო, ახლა არ ყოფილა.

მეორე ბრალდებაში, ნუთუ დავიჯერებთ, რომ გახარია ადგა და საგუშაგოები ჩადგა იქ ყველას დაუკითხავად?! რთული დასაჯერებელია. არ ვიცი, სასამართლო განიხილავს. ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაც არ არის, გახარიას და მისი გუნდის რეიტინგი კი ვნახეთ, როგორ არის დაცემული, არ მგონია ის დიდად პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს წარმოადგენდეს. ეს ჩემში იწვევს იმის შეგრძნებას, რომ ეს არის პირადული, შეიძლება იგივე „ქართულ ოცნების“ ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის წყენაზე აგებული ისტორია“,- განაცხადა გიორგი ქობულიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განაცხადებით, საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანას ეპიზოდებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ