სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა

2025 წლის 13 ნოემბერს, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების თანახმად, ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის შეხვედრა.

განხილული იქნება სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები გააკეთებენ განცხადებებს პრესასთან.

„არარატ მირზოიანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო