ლევან გოგიჩაიშვილი - ვახტანგ გომელაური პირდაპირი მნიშვნელობით ცრუ მოწმეა

ვახტანგ გომელაური პირდაპირი მნიშვნელობით ცრუ მოწმეა, ზუსტად იცის, რომ სხვა რეალობა იყო, მაგრამ მივიდა და შეგნებულად იცრუა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გოგიჩაიშვილმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასთვის ბრალის წარდგენაზე და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე საუბრისას განაცხადა.

ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ „ჩორჩანას საქმეში ცრუ მოწმეები არიან ბიძინას ხალხი, ხოლო 20 ივნისის საქმეში ბრალდება ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების ჩვენებებზეა აგებული“.

მისი თქმით, ვახტანგ გომელაურს, რომელიც ჩორჩანაში საგუშაგოს დადგმის პერიოდში სუს-ის უფროსი იყო, შეუძლებელია არ სცოდნოდა, თბილისის ზღვიდან 100 კილომეტრში, რა ხდებოდა.

„ძალიან სამწუხაროა. მე არ მეგონა, თუ ეს ადამიანები ასე დაეცემოდნენ. აქ მარტო ბატონი გომელაური არაა….ვიღაცები თუ ცრუ მოწმეებად გადაიქცეოდნენ და დამსმენებად, ამ ადამიანებისგან ნამდვილად არ ველოდებოდი. [გომელაური] რა თქმა უნდა, დამსმენია, აბა რა არის. ტყუილს რომ საუბრობ, მიდიხარ და ჩვენებას იძლევი, დამსმენი ხარ და ცრუ მოწმე ხარ. პირდაპირი მნიშვნელობით ცრუ მოწმეა, ზუსტად იცის, რომ სხვა რეალობა იყო, მაგრამ მივიდა და შეგნებულად იცრუა. არ არსებობს, რომ გომელაური არ ყოფილიყო საქმის კურსში. გახარიას შეიძლება გადაწყვეტილება მიეღო მის იერარქიაში, შსს-ში, მაგრამ როდესაც საკითხი ეხება მთავრობას, მთავრობაზე საკითხები მიიღება ხმათა უმრავლესობით.

[გომელაურს] პასტა და ფურცელი ვერ გააგდებინეს, ასე ჰქვია, როდესაც ცრუ მოწმე ხარ და ჩვენებებს იძლევი საკუთარი ნების წინააღმდეგ. ვახტანგ გომელაური ჩვენებაში ამბობს, რომ ვითომ არაფერი არ იცოდა, რაც საკმარისი გახდა ვიღაცისთვის ბრალის წაყენებისთვის. ერთადერთი ადამიანი, ისიც ქალი, იყო მაია ცქიტიშვილი, რომელმაც თქვა, რომ მე ვიცოდი ამბავიო და ეს არ აქვს გათვალისწინებული პროკურატურას.

ყველამ იცის, რომ დაზვერვის ოფისი არის თბილისის ზღვასთან. კაცმა, რომელსაც ინფორმაცია უნდა მოეტანა ვაშინგტონიდან, მოსკოვიდან, თეირანიდან, სტამბოლიდან და ა.შ. არ იცოდა თბილისის ზღვიდან დაახლოებით ას კილომეტრში, ხაშურის რაიონში, სოფელ ჩორჩანას მისადგომებთან რა ხდებოდა? მაშინ ან იდიოტია, ან ნაძირალაა. ვფიქრობ, ნაძირალაა იმიტომ, რომ მქონია ურთიერთობა, იმ კაცს იდიოტობის არაფერი ეტყობოდა. მაგარი ნაძირალაა“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე